Tag Archives: #სეისმური

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი: მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს – არ დაუჯეროთ და არ გაავრცელოთ ცრუ ინფორმაცია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი  მიწისძვრასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “აიპრესი”  უცვლელად გთავაზობთ: ” თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი გამართული ინფარსტრუქტურა და სეისმომედეგი მშნებელობაა. აშშ, კანადა და იაპონია ...

Read More »

“#არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის”

“ენერგეტიკული მომავალი” გიორგი ცაგარეიშვილის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “13 აგვისტოს ვწერდი, იმდენად საინტერესო და აზარტული გახდა თეა გოდოლაძის მოძრაობები, მათ შორის, მედია-მოძრაობები (ერთადერთი ჩინოვნიკია, ვისაც რუსეთის სახელმწიფოს მედია-რესურსის – „სპუტნიკის“ მედია-ცენტრში აქვს გამართული პრესკონფერენცია), რომ მასზე დაკვირვებას მომავალშიც ხალისით განვაგრძობ მეთქი. ჰოდა, ასეც მოვიქეცი. დავაკვირდი, არც ბევრი დრო დამითმია მაინცადამაინც, ზედაპირზეა ყველაფერი, პირდაპირ დევს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ...

Read More »

თეა გოდოლაძეს საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს – არჩილ კაიკაციშვილი

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე სდუმს სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხზე დასმულ შეკითხვებზე და ჩვენ არც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიციაზე ვიცით ცენტრის დირექტორის, ქალბატონ თეა გოდოლაძის პირადი პოზიცია. აკადემიამ, გოდოლაძე, ფაქტობრივად, არაკეთილსინდისიერებასა და კანონდარღვევაში ამხილა“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ნ. ნოდიას ...

Read More »

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას – არჩილ კაიკაციშვილი

„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, რომელიც  ფლობს და ამუშავებს სეისმურ მონაცემებს. პრობლემის ირგვლივ და იმასთან დაკავშირებით, ...

Read More »

აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე: არის ეჭვი, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში მცირე მიწისძვრების მონაცემებს საერთოდ არ აგროვებენ

“აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიების სერიას „ბრძოლა სეისმური მონაცემებისთვის“ ანუ  რას ითხოვენ მეცნიერები, რას აკეთებს სახელმწიფო და რა პასუხები აქვს სეისმოლოგიის ცენტრს“ არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საკმაოდ ცნობილი მეცნიერები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სეისმური ცენტრის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადება, თითქოს გარკვეული მონაცემების დამალვის პრაქტიკა სხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებულია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს სტატიებს გამოხმაურება მოჰყვა თავად თეა გოდოლაძისგანაც, რომელმაც  ყოვლად მიუღებელი ...

Read More »