კომპანია GWP, თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, 13 ივნისის ღამიდან, გაძლიერებულ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც კომპანია თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში ახორციელებს. “მიმდინარეობს სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩაზე გამავალ დაზიანებულ 900 მმ-იან საკანალიზაციო კოლექტორზე, რომელიც 14 ივნისს ღამით, უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა ერთიანად მოგლიჯა ხიდ-აკვედუკთან და მიმდებარე ...
Read More »