Tag Archives: #ქარის

გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

საქართველოში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური აშენდება

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ხელშეკრულების პროექტი ქვეყნის დასავლეთით, იმერეთის რეგიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. ამის შესახებ დღეს მთავრობის პრესსამსახურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 24 თვეა გამოყოფილი. ახალი ქარის ელექტროსადგური წელიწადში 181 მილიონ კვტ/სთ-მდე გამოიმუშავებს. ინვესტიციების მოცულობა 66 მილიონი დოლარი იქნება.

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

საქართველოს რთული გზა ქარის ენერგიის განვითარებისკენ

გორში, მთავარი საგზაო მაგისტრალიდან კარგად ჩანს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ქარის ტურბინები. ტურბინების ეს პარკი, რომელიც ექვსი ტურბინისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 3.45 მეგავატია, ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქარის ენერგიას გამომუშავებს და იქვე უერთდება ერთიანი ელექტრონული სისტემის ქსელს. ქარის ენერგიის წილი წლიურ ბალანსში ამჟამად ერთი პროცენტიც არ არის.  მთავრობის გათვლით, არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 2025 წლისთვის საქართველოში ქარის ენერგეტიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს. ჯერ რთულია თქმა, რამდენი პროცენტი ...

Read More »
საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

ფერი: სად აშენდება ქარის ელექტროსადგური 1 წელში გვეცოდინება

ონის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“ ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განიხილება საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა, იმერეთი, ქართლი, ჯავახეთი. ამჟამად მიმდინარეობს ლოკაციების კვლევა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი კომპანია დაახლოებით 1 წელიწადში მიიღებს. ქარის ელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი 800 მილიონი კვტ/სთ-ით განისაზღვრა. ამ ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

განახლებადი ენერგიის ლიდერები აშშ და ჩინეთი არიან

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო Irena-ს თანახმად, გასულ წელს, ჩინეთსა და აშშ-ში ინვესტიციების წყალობით, განახლებადი ენერგიის რეკორდული რაოდენობის სიმძლავრეები შეიქმნა. აბუ დაბიში დაფუძნებული Irena ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები,  ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის სახით, 2020 წელს ელექტროენერგიის ახალი სიმძლავრეების 82%-ს შეადგენდა. ჩინეთმა არსებულ სიმძლავრეებს 136 გიგავატი დაამატა, რაც ესპანეთის ელექტროენერგიის მთლიან წარმოებას უტოლდება. ”ეს ციფრები შესანიშნავ ამბავს მოგვითხრობს. მიუხედავად რთული პერიოდისა, ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: მზისა და ქარის ენერგიების შედეგიანად გამოყენებას ესაჭიროება პიკური ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც დააბალანსებენ მათ ცვალებადობას

ბოლო პერიოდში, მზისა და ქარის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი სექტორია. მათ მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზისა და ქარის რესურსების ათვისება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავაც რჩება.  მსოფლიო გამოცდილების მსგავსად, საქართველოშიც თანდათან აქტუალური ხდება ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მზე, ქარი) ქსელში ჩართვის საკითხი. თუმცა, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც ენერგეტიკის ხსენებული დარგები ...

Read More »