Tag Archives: #მყინვარი

აშშ-ში შტორმისა და ქარიშხლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში შტორმისა და ქარიშხლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. როგორც დასავლური მედია წერს, მილიონზე მეტი ამერიკელი და კანადელი შობის დღეს ელექტროენერგიის გარეშე ხვდება. ყველაზე რთული მდგომარეობა მონტანას შტატშია, სადაც ტემპერატურა მინუს 45 გრადუსამდე დაეცა. როგორც ცნობილია, სადღესასწაულო პერიოდში ათასობით ფრენა გაუქმდა.

Read More »

ანტარქტიდის ყინულის მასა, რომელსაც „აპოკალიფსის მყინვარს“ უწოდებენ, იმაზე გაცილებით სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი

ანტარქტიდის ყინულის მასა, რომელსაც „აპოკალიფსის მყინვარს“ უწოდებენ, იმაზე გაცილებით სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი და ის მხოლოდ „ფრჩხილებს უჭირავს“. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. ტუეიტსის მყინვარი დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომისაა და მისმა გადნობამ ზღვის დონე შეიძლება 60 სანტიმეტრამდე აწიოს. ამ მიზეზის გარდა, საზარელი მეტსახელი მას იმის გამოც უწოდეს, რომ ეს მყინვარი ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს თბილ ზღვებსა და გაცილებით უფრო დიდ დასავლეთ ანტარქტიკულ ...

Read More »

რა ბედი ეწევა მსოფლიოში უდიდეს ყინულის საფარს, თუ დროულად არ ვიმოქმედეთ – ახალი კვლევა

მსოფლიოს უდიდესმა ყინულოვანმა ფარმა საუკუნეების განმავლობაში შეიძლება ზღვის დონის რამდენიმე მეტრით აწევა გამოიწვიოს, თუკი გლობალური ტემპერატურა 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით მოიმატებს; ამის შესახებ ახალი ბრიტანული კვლევა იუწყება. დარემის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნით, თუკი სათბურის აირების გლობალური გამოყოფა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანმა ფარმა 2100 წლისთვის შეიძლება ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევა განაპირობოს. მკვლევართა განცხადებით, თუ სათბურის აირების გამოყოფა კიდევ უფრო ...

Read More »

კლიმატის ცვლილება კავკასიონის მყინვარებს საფრთხეს უქმნის

ბოლო 20 წელიწადში, კავკასიონმა 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა, მცირე ზომის მყინვარების ნაწილი კი უკვე გაქრა. ამ ცვლილებებს არამხოლოდ მეცნიერები ზომავენ, არამედ ხედავენ მთამსვლელებიც, რომლებიც მთებში ხშირად დადიან. “მყინვარის დნობა ჩემს სიცოცხლეშიც შემიმჩნევია, მაგალითად, გერგეთის მყინვარი, რომელიც სულ სხვა ზომისა და მოცულობის იყო, ახლა იმდენად გასაწყლებულია, გული მოგიკვდება. დაუჯერებელია, ეს თუ ასე გაგრძელდა, ძალიან სავალალო შედეგამდე მივალთ. იწევს სეზონებიც, აქამდე ...

Read More »

დედამიწის ყველაზე ჩრდილოური მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება

დედამიწის ყველაზე ჩრდილოური მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება. ამის შესახებ დანიელი და გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. გრენლანდიის ჩრდილოეთში არსებობს პერიფერიული მყინვარები, რომლებიც კუნძულის მყინვარულ ფარს არ უკავშირდება. როგორც აღმოჩნდა, არქტიკაში დაწყებული დათბობის გამო მყინვარები რეკორდული სისწრაფით დნება – წელიწადში 40 გიგატონაზე მეტი ყინული ქრება. იზოლირებული მყინვარები გრენლანდიის ყინულით დაფარული ფართობის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ამასთან, მათზე დამდნარი ყინულის საერთო მასის ...

Read More »

ევერესტზე მყინვარი დნება

ამერიკელმა და ნეპალელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მყინვარი „სამხრეთი უნაგირი“, რომელიც ევერესტზე მდებარეობს დნება. მათი კვლევის შედეგი კლიმატის ცვლილების შედეგებს ნათლად აჩვენებს. „სამხრეთი უნაგირი“ 7 906 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილია ევერესტისა და ლხოცეზეს (მსოფლიოში სიმაღლით მეოთხე მწვერვალი) შორის. როდესაც ალპინისტები ევერესტის დალაშქვრას სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობით ცდილობენ, ბოლო ბანაკს სწორედ ამ უღელტეხილზე შლიან. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 1990-იანი წლებიდან „სამხრეთი უნაგირი“ ორჯერ შემცირდა, მისი სიმძლავრე კი დაახლოებით 55 მეტრით ...

Read More »

ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარის“ საკვანძო ნაწილი ხუთ წელიწადსაც ვეღარ გაძლებს — მეცნიერები გვაფრთხილებენ

ანტარქტიდაზე მდებარე მყინვარ ტუეიტსის რიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, შელფური მყინვარი რამდენიმე წელიწადში ჩამოინგრევა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ სახელგანთქმული, „აპოკალიფსის მყინვარის“ დნობას. ტუეიტსი დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომისაა და უკვე სწრაფად დნება, წელიწადში 50 მილიარდ ტონამდე ყინულს კარგავს. ასეთი შემზარავი ზედმეტსახელი, აპიკალიფსის მყინვარი მას იმიტომ უწოდეს, რომ მისი სრულად კოლაფსი გლობალურ ზღვის დონეს დაახლოებით ორი მეტრით ასწევს და ანტარქტიდის სხვა მყინვარებსაც გადნობის წინაშე დააყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ...

Read More »