Tag Archives: #მესტია

მესტიის მერია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „მაინერები“ გამორთონ

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ „მაინერები“ გამორთონ, რადგან ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური ბოლო ზრვარზე მუშაობს და შეიძლება მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. „ბოლო დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი. ჭარბი მოხმარების გამო ქვესადგური მუშაობს ბოლო ზღვარზე და ამოწურულია ყველანაირი რესურსი, რის გამოც არსებობს საფრთხე, რომ სისტემა გაითიშოს და მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი ...

Read More »

მესტიის მერია საახალწლო მოწყობილობებისთვის 105 000 ლარიან გენერატორს ყიდულობს – რეგიონში ელექტროენერგიის შეზღუდვის მოლოდინი აქვთ?

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ გენერატორს ყიდულობს. აღნიშნული გენერატორის შესყიდვას მერია საახალწლო განათებების უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებისათვის ახდენს. გენერატორის შეძენას მერია გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. როგორც მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის წერილშია აღნიშნული, 31 დეკემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგეგმილია საახალწლო ღონისძიება, რომლის ორგანიზებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 150 000 ლარს, აქედან 105 000 ლარი განსაზღვრულია გენერატორის შესასყიდად, რომლის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერი (NAT220026359) არ შედგა. ამ ...

Read More »

მესტიაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

მესტიაში ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. ცეცხლი ალპურ ზონაში გაჩნდა. ამ დროისთვის, ძირითადი კერები უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა არის დაკვამლიანება. სამუშაო პროცესში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. მუშაობს ცოცხალი ძალაც.

Read More »

მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის აღდგენის მოთხოვნით აქციას მართავს

მესტიის შესასვლელი ცენტრალური გზა რამდენიმე საათია, გადაკეტილია. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანა ჩართოლანი საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე 24 საათია, მესტიის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისი თქმით, ამის გამო, გაიყინა წყლის მილები და მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა. „აქცია ერთი კვირის უკანაც გვქონდა. მაშინ მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი დაგვპირდა ვითარების დარეგულირებას. ყველამ იცის, რომ ეს ...

Read More »

ნარმანია: სვანეთში უკანონო მაინინგები უნდა გაითიშოს

ნერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას. ნარმანიას თქმით, ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული. დავით ნარმანია ამბობს, რომ მაინინგების შეზღუდვის ნაწილში რეაგირება უნდა მოხდეს. „90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, იქ მოქალაქეები არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. კომერციული სექტორიც ...

Read More »

ნარმანია: სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ სვანეთში უკანონო მაინინგის პრობლემა არ აღმოიფხვრება, „ენერგოპროს“ რეგიონისათვის ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება გაუჭირდება. მისი თქმით, უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს და საჭიროების შემთხვევაში, დაყადაღდეს კიდეც. ამასთან, ნარმანიას აუცილებლად მიაჩნია, რომ სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ გადაიხადოს. „17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში. ეს ჯამურად სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის მოხმარებას ...

Read More »

ნათია თურნავა – მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული თვალსაზრისით, მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა, ე.წ. მაინინგი საჭირო არ არის. როგორც თურნავამ აღნიშნა, ე.წ. მაინინგი იწვევს ელექტროენერგიის ზედმეტ მოხმარებას და აზიანებს ხაზებს. მისი თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც გადაწყდება. „ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება დროულად ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. გარკვეულ გამოწვევებს აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში „ენერგო პრო“ ...

Read More »

“მესტიაში ენერგეტიკული კუთხით მძიმე ვითარებაა” – თუ ნაბიჯები არ გადაიდგმევა “ენერგო პრო” პასუხისმგებლობას მოიხსნის

მესტიაში ენერგეტიკული კუთხით შექმნილი ვითარება არის ძალიან მძიმე და ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდა– განცხადებას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს. საქმე ისაა, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან მოყოლებული არ იხდის, რამაც კრიპტოვალუტის მომპოვებლებს უბიძგა მაინინგი სწორედ სვანეთში დაეწყოთ. კრიპტოვალუტის მოპოვებას საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება, შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება მოხმარებული ელექტროენერგია სვანეთში – ენერგოპროჯორჯია ...

Read More »

მესტიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყება

“მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა”,– აღნიშნული ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს და მეორე რიგში, მსგავს პირობებში მანიპულირებამ, მაღალი ძაბვის ქსელში, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, ...

Read More »

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიაში მომხდარ ინციდენტს საკუთარ Facebook გვერდზე ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები, სამწუხაროდ შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით. მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, ...

Read More »