რუსულმა ენერგოჰოლდინგმა “ინტერ რაომ” კომპანია “მტკვარი ენერგეტიკა” აქციების 100% გაყიდა. შესაბამისი ინფორმაცია ჰოლდინგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ეჭვი, რომ მას “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” პირდაპირი წესით შეიძენდა არ დადასტურდა. მასთან ერთად ჩინელი ინვესტორები გამოჩნდნენ. “ინტერ რაოს” პრესრელიზის თანახმად, “მტკვარი ენერგეტიკა” ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმმა შეიძინა. როგორც “ინტერ რაო”-ს მმართველი საბჭოს წევრმა ილნარ მირსიაპოვმა განაცხადა, ჰოლდინგის გრძელვადიანი სტრატეგია ბიზნესის განვითარებას რუსეთის ტერიტორიაზე ითვალისწინებს, თუმცა ...
Read More »