Tag Archives: #მარაგები

“საქართველოში არსებული წიაღისეული მარაგების უმრავლესობა არარენტაბელურია”

ბოლო პერიოდში Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის საუბრობდა რიონის ხეობაში არსებული ურანის, სპილენძის, ოქროს და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგების შესახებ და ირწმუნებოდა, რომ ინვესტორი თუქეთიდან თუ ჰესის მშენებლობის დროს აღმოაჩენდა ოქროს, ურანის თუ სხვა წიაღისეულის საბადოს, მას უფლება ექნებოდა მათი ლიცენზიის გარეშე მოპოვებისა და გაყიდვის. ხსენებულ პოსტზე უამრავ მომხმარებელს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ...

Read More »
ფედერალური ბანკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობის ფასს შეამცირებს

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.91 მლნ ბარელით გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.91 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 502.711 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები გაიზარდა 0,2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  232,279 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 3,81 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 141,553 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »

აშშ-ს ნავთობის მარაგები შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,117 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 443 მლნ ბარელი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის მარაგები გაიზარდა 5,664 მლნ ბარელით და შეადგინა 226,546 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,370 მლნ ბარელით და შეადგინა 128,076 მლნ ბარელი. აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 127 ათასი ბარელით ...

Read More »