კომპანია „თელმიკოში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ზედმეტობით დარიცხული თანხების პრობლემა მოგვარდა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „თელმიკოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ბენდელიანმა განუცხადა, ჯამში დაახლოებით მილიონი ლარის მოცულობის ზედმეტობით დარიცხული თანხა დაკორექტირდა. მისივე განმარტებით, პრობლემა ტექნიკური ხასიათის იყო, რასთან დაკავშირებითაც კომპანია პასუხისმგებლობას გრძნობს და მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. „პრობლემები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და უკავშირდებოდა პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზს. ამ ეტაპზე ეს პრობლემები უკვე სრულადაა აღმოფხვრილი. ...
Read More »