ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინაში, გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ვასილ გედევანიშვილი, საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული დაცულობის ოფისის დირექტორს, ხამარ მრაბიტს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ბირთვული დაცულობის რეჟიმის გაუმჯობესების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქართველოს 2015-2019 წლების ბირთვული დაცულობის მხარდაჭერის ინტეგრირებული გეგმა გადასცა. გეგმა წარმოადგენს ბირთვული დაცულობის რეჟიმის განმახორციელებელი უწყებების – გარემოს ...
Read More »