თბილისის მერიას, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ტექნიკურ სამდივნოს შორის მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და INOGATE-ის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელმა ადრიან ტუმმა. როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის შექმნის ძირითადი მიზანი მდგრადი ენერგეტიკის პოპულარიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ...
Read More »