თურქეთის პროვინცია ყარსში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე ტერორისტებმა მორიგი აფეთქება განახორციელეს. როგორც ამ მხარის გუბერნატორმა მედიას განუცხადა, დადგენილია, რომ ტერაქტი ქურთ მუშათა პარტიის მიერ არის მოწყობილი. მისივე თქმით, აფეთქება გუშინ გვიან საღამოს სოფელ სარიკამიშის მახლობლად მოხდა და ტერაქტში 20-მდე პირი მონაწილეობდა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო უსაფრთხოების სამსახურის ყველა დანაყოფი, მიმდებარე რაიონები კი მკაცრად კონტროლდება. ვრცელდება ინფორმაცია სროლის შესახებაც. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე ...
Read More »