გმირთა მოედანზე, გაზის მილი დაზიანდა, ადგილზე სამუშაოებს “ყაზტრანსგაზი” ახორციელებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ყაზტრანსგაზმა“ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. „შტაბში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გაზის მილი დაზიანდა. ძალიან სწრაფად გადავეცით „ყაზტრანსგაზს“. მათი მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, გამოიგზავნა ბრიგადა და ადილზე გაზის მიწოდება შეწყდა. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია მილის დაზიანება და მოხდება მისი აღდგენა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
Read More »