Tag Archives: #FORD

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $29 მილიარდს ჩადებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა. მისივე თქმით, $7 მილიარდი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, $22 მილიარდი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება. კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დასახვეწად. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.

Read More »

FORD-ი ჩინეთში ელექტრო MUSTANG-ების წარმოებას იწყებს

Ford-ი ჩინეთში Mustang-ის ავტომობილების წარმოებას იწყებს. BBC-ის ინფორმაციით, Mustang Mach-E წარმოება წელს დაიწყება. ახალი ელექტროძრავიანი Mustang-ი სპორტული სატრანსპორტო საშუალებაა, რომლის მიზანია ჩინეთის ბაზრის დაკავება. Ford–მა ჩინეთში წარმოებული პირველი ლინკოლნის მანქანები გასული წლის მარტში გამოუშვა, მაგრამ ბრენდი ჩინურ ბაზარზე უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება პრემიუმ კონკურენტებთან შედარებით. დასავლური ბრენდები აგრესიულად უმიზნებენ ჩინეთს, სადაც ელექტროენერგიის გაყიდვები მკვეთრად გაიზრდება. BBC-ი წერს, რომ Volkswagen-ის განმარტებით მალე ...

Read More »