Tag Archives: #ენერგორესურსები

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ენერგორესურსების ექსპორტიდან €93 მილიარდი გამოიმუშავა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან €90 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა. რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია ჩინეთი და გერმანია. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს. კვლევის თანახმად, ევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველია. მისმა წილმა შესყიდვაში 24 თებერვალი-3 ივნისის პერიოდში €57 მილიარდი შეადგინა. რუსული ნავთობის ყველაზე ...

Read More »

ჩინეთი ნავთობის შესყიდვაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ჩინეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობის დამატებითი მარაგების შესყიდვაზე. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურ პეკინს სტრატეგიული მარაგების შევსება სურს შეღავათიან ფასად. “ჩინეთი ცდილობს, თავისი სტრატეგიული მარაგები იაფი რუსული ნავთობით შეავსოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პეკინი მოსკოვთან თავის ენერგოკავშირებს აძლიერებს იმ ფონზე, როდესაც ევროპა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთიდან იმპორტის აკრძალვაზე მუშაობს”, – წერს გამოცემა. “ბლუმბერგის” ცნობით, ...

Read More »

Project Syndicate: ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენება კრემლის გავლენას ასუსტებს

„რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროს დაკარგვამ შეიძლება უახლოეს პერიოდში გამოიწვიოს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ კრემლი ამას ავანტიურიზმის მოწვევად მიიჩნევს.“- წერს ავტორი. ბრიტანულმა მედიამ „Project Syndicate“-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც ენერგიის იმპორტის შემცირების მნიშვნელობაზეა საუბარი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთთან ურთიერთობაში, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება შესაძლოა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ეს კი, კრემლის გავლენას ასუსტებს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ძლიერადაა დამოკიდებული. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვეს სურვილი ...

Read More »
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

ეკონომიკა არ მუშაობს – ყველა ძირითად ენერგორესურსზე მოთხოვნა შემცირდა

2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიასთან ერთად ბუნებრივი აირის, და ქვანახშირისა და ნავთოპროდუქტების მოხმარებაც შემცირდა. მკაცრი რეგულაციების მიუხედავად მცირე 1%-ზე დაბალი ზრდა საწვავის – ბენზინისა და დიზელის მიმართულებით დაფიქსირდა, რაც ნავთოპროდუქტების მხოლოდ ნაწილია. ყველაზე მეტად 4.8%-ით ვარდნა ელექტროენერგიის სექტორში დაფიქსირდა. თუ 2019 წელს ქვეყნის ჯამური მოხმარება 12.768 მლრდ კვტ/სთ იყო, 2020 წელს ის 12.157 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირდა. ვარდნა უფრო დიდი -8.7% იქნებოდა, ...

Read More »

თურნავა: წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია

„წიაღისეული არის ის რესურსი, სადაც ჯერ კიდევ დიდი რეზერვი გაგვაჩნია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში და შექმნას დოვლათი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მისი თქმით, წიაღის სექტორის რეფორმა გულისხმობს წიაღის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლებას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტეგრირებული სალიცენზიო სისტემის დანერგვა, გეოლოგიურ მონაცემთა მართვის თანამედროვე სისტემის ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი – ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა

21 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკის დიალოგი და ,,საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ ოფიციალური პრეზენტაცია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა საქართველოსთვის“ წარმოადგენს ენერგოსექტორის დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომლის ...

Read More »