Tag Archives: #ჩრდილოეთი

ავსტრიის კანცლერი – უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მომზადებული სანქციების პაკეტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ მომზადებული სანქციების პაკეტი გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ზომებს მოიცავს, –  სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გაზსადენის სერტიფიცირება მაშინ გაჩერდება. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის სანქციების ნაწილი“, – განაცხადა ავსტრიის ლიდერი. გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, უკვე დასრულებულია, თუმცა ჯერ არ ...

Read More »

ნედ პრაისი – რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს

რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „დეტალებში არ შევალ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, – განაცხადა პრაისმა, თუმცა არ დაუზუსტებია, თანახმაა თუ არა გერმანია ამ ნაბიჯზე. ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ამ ...

Read More »

გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მშენებლობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შეცდომა იყო. „ევროპის ყველა ქვეყანა ამ გაზსადენის წინააღმდეგი იყო – გერმანიის და ავსტრიის გარდა. და აი გაზსადენი აშენდა, თუმცა, საკითხი მისი ამუშავების თაობაზე ღია რჩება და ის ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, – მიიჩნევს ჰაბეკი. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მილსადენის მფლობელი არ შეიძლება პარალელურად მისი მმართველი იყოს. „ჩვენი პოლიტიკა კონკურენციის სტიმულირება და მონოპოლიების შექმნის თავიდან აცილებაა. ამავე დროს დემონოპოლიზაცია ნიშნავს დამოკიდებულების შემცირებას. გერმანიის ქსელების რეგულირების სააგენტო „ ჩრდილოეთის ნაკადი-2“- თან დაკავშირებულ ყველა საბუთს შეისწავლის და მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას გაზსადენის ამუშავების, ან არამუშავების თაობაზე“, – განაცხადა ჰაბეკმა.  ვიცე-პრემიერი ასევე რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ფუნქციონირების საკითხს შეეხო. ...

Read More »