Tag Archives: ატომური

IAEA უკრაინაში ამოწმებს ობიექტებს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, “ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტები უკრაინაში უკვე ამოწმებენ ორ ბირთვულ ობიექტს, სადაც რუსეთის მტკიცებით, “ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ. IAEA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა უკრაინაში ორ ლოკაციაზე მუშაობების დაწყების შესახებ და დასკვნა კვირის ბოლოს იქნება მზად. აქამდე, 25 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ IAEA, კიევის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე, უკრაინაში შეამოწმებდა ობიექტებს, სადაც, რუსეთის ბრალდებით, “ბინძურ ბომბებზე” მუშაობენ. 23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ დიდი ...

Read More »

გერმანია 3 ატომურ ელექტროსადგურს დახურავს

პარასკევს გერმანიაში სამი ატომური ელექტროსადგური გაითიშება, რაც ბირთვულ ენერგიაზე ეტაპობრივად უარის თქმის გეგმის ნაწილია. “ატომური ენერგიის გამოყენების დასრულება ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის და ხელს შეუწყობს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას”,- განაცხადა ფედერალურმა მინისტრმა გარემოსა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში, შტეფი ლემკემ. დარჩენილი სამი ატომური სადგური – Emsland ქვემო საქსონიაში, Isar 2 ბავარიაში და Neckarwestheim 2 ბადენ-ვიურტემბერგში – 2022 წლის ბოლომდე ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-მა უნდა უზრუნველყოს გარანტიები, რომ კვლავ არ გავა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, აშშ-მა გარანტიები უნდა უზრუნველყოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან კვლავ არ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გარდა ამისა, ხატიბზადეს განცხადებით, ვაშინგტონმა თეირანზე დაწესებული ყველა სანქცია უნდა გააუქმოს და მათი არამართებულობა აღიაროს. აშშ-მა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 2018 წელს დატოვა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ...

Read More »

სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მშენებლობის ინიციატივა სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის, GeoProMining-ის მეწილეს ეკუთვნის. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ფაშინიანის თქმით, ქარხანა არ იქნება მთლიანად კერძო საკუთრებაში, რადგან მთავრობის აქტიური ჩართულობა პროექტში მნიშვნელოვანია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ სომხეთი სპილენძის კონცენტრატების ექსპორტის შეწყვეტას და მზა სპილენძის შემოტანას გეგმავს. ახალი ატომური ქარხნის მშენებლობა ...

Read More »
ალტერნატიული ენერგიის ათვისებასთან ერთად დაჩქარებული ტემპებით უნდა ავითვისოთ ენერგიის ტრადიციული წყაროები

ალტერნატიული ენერგიის ათვისებასთან ერთად დაჩქარებული ტემპებით უნდა ავითვისოთ ენერგიის ტრადიციული წყაროები

“კაცობრიობისათვის უკვე საკმაო ხანია ცნობილია, რომ ნავთობის, გაზის, ნახშირის და ურანის მარაგები  შეზღუდულია, თუმცა  მათი მოხმარების მოცულობები წლიდან წლამდე იზრდებოდა და ბოლო 30 წელიწადში გაორმაგდა. ამ ზრდაში განსაკუთრებით დიდი წილი განვითარებად ქვეყნებს მიუძღვით, სადაც ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია და სხვა). ამ ტენდენციის გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნიერება მძიმე ენერგეტიკულმა კრიზისმა მოიცვას. სწორედ ამიტომ და იმისთვისაც, ...

Read More »