Tag Archives: #აფბა

აფბა ნათია თურნავას მიმართავს – გამჭვირვალობის პრობლემა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ენერგოსექტორისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე და   უზრუნველყოს საკმაოდ მძიმე ვითარების გამოსწორება. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონო ნათია, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ ...

Read More »

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

„ახალგაზრდა ფინანისისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ სსე-ს („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) ესკოს („ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“) და სენბის („საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“) მიმართა და სთხოვა ორგანიზაციას მიაწოდონ მათი ხედვები, თუ რა მიზეზების გამო გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება და დარწმუნებულები არიან, თუ არა, რომ ბირჟა ხელახლა დათქმული ვადის, ანუ 6 თვის შემდგომ მაინც ამოქმედდება. შეგახსენებთ, სსე და ესკო „ენერგეტიკული ბირჟის“ თანაბარწილოვანი დამფუძნებლები არიან. აფბას ...

Read More »

აფბა: გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ სსე-ს მიერ ინფორმაციის დამალვა კავშირშია კომპანიაში პროკურატურის შესვლასთან

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმიანება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ (სსე) პროკურატურის შესვლის საკითხს და აცხადებს, რომ ეს ამბავი პირდაპირ არის დაკავშირებული სსე-ს მიერ ორგანიზაციისთვის ინფორმაციის დამალვასთან. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ პროკურატურაა შესული და იკვლევს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას. საგამოძიებო ქმედებების დაწყებაზე პროკურატურას თავად კომპანიის მენეჯმენტმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის შესვლამდე რამდენიმე კვირით ადრე ...

Read More »

აფბა: ეკონომიკის სამინისტრომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის დე ფაქტო აფხაზეთთან გაყოფის შესახებ პოზიცია ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ,   აფბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად  დაცული დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით ...

Read More »

აფბა ესკოს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო)  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის დარღვევაში ამხელს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საკითხს შესაბამის სამართლებრივ მსვლელობას აუცილებლად მისცემენ. აფბას განცხადებით, ორგანიზაციამ 2021 წლის 4 მარტს ოფიციალურად, წერილობით მიმართა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო), რათა მიეწოდებინა 2016-2020 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფები თვეების მიხედვით. ინფორმაციაში დეტალურად უნდა ყოფილიყო ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდებობა ...

Read More »