Tag Archives: #წყალდიდობა

ახალ ზელანდიაში, ციკლონის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა და ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ახალ ზელანდიაში, ციკლონ „გაბრიელეს“ გამო 58 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის შესახებ გააფრთხილა და ასობით ავიარეისი გაუქმდა. ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ციკლონი ჩრდილოეთ კუნძულს უახლოვდება. საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა, კირან მაკანულტიმ განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებას განიხილავს, რაც ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდება. მისი თქმით, ორშაბათი იქნება ...

Read More »

“ალბათ, ბოლო წლების ყველაზე ძლიერი სტიქიაა” – მოგლეჯილი ხეები, წყალმოვარდნები, მეწყერი: რა ხდება წალენჯიხაში?

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა წყლის ჭარბი რაოდენობა, რამაც გამოიწვია ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთების, ეზოების დატბორვა. რამდენიმე ოჯახში წყალმა პირველი სართული დატბორა. დატბორილია საავტომობილო გზები. მეწყერი ჩამოწვა წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე, სადაც ტექნიკა უკვე მუშაობს. ადიდებულმა მდინარეებმა მოგლიჯა ხეები და პრობლემებია ხიდებზე. დატბორილია ქალაქ წალენჯიხის ცენტრალური ნაწილიც. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სტიქიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს წალენჯიხის მერი გია ...

Read More »

ირანის სამხრეთ პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ირანის სამხრეთ პროვინცია ფარსში წყალდიდობის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც ცნობილია, წყალდიდობამ ქალაქ ესტაჰბანთან ახლოს რამდენიმე დასახლება და სოფელი დააზარალა. ნალექის გამო, ადგილობრივი მდინარე როუდბალი ადიდდა და მოსახლეობას ზიანი მიაყენა. ქალაქის ხელმძღვანელის, იუსეფ კარეგარის თქმით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

Read More »