დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მისცენ, ასევე შეამცირონ რუსული ნავთობის ფასის ზღვარი. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა 12 იანვარს განაცხადა. მის განცხადებას ესტონეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კალასის თქმით, უკრაინას უფრო ინტენსიური სამხედრო დახმარება სჭირდება. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, კიევს იარაღის არსებული მარაგის ნაწილი გადასცენ. “უკრაინაში ომის დასრულებამდე შორია. რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა: უკრაინის განადგურება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. ...
Read More »