კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზარზე, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ განსახორციელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. სან პეტროლიუმ ჯორჯიას მიერ კონცენტრაციის განხორციელება 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებული 32 ავტოგასამართი სადგურის იჯარით აღების გზით იგეგმება. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს. კომპანიების აღნიშნულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დაინტერესებულმა ...
Read More »