Tag Archives: #ენერგეტიკა

პოლონეთი რუსეთთან ყველანაირ ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს

პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის კლიმატის და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ განაცხადა. „პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპორმი“ არასანდო პარტნიორია“, – წერს ანა მოსკვა. როგორც მედია იუწყება, შეთანხმება მოიცავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას იამალის მილსადენით ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – უკვე შევქმენით ევროკავშირის ენერგეტიკული შესყიდვების პლატფორმა, რომელიც ღიაა უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „დღესდღეობით, რუსეთი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში, მასზე ჩვენი მოხმარების 40% მოდის. ჩვენ გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის. ჩვენ მიერ რუსეთიდან შემოტანილი გაზისა და ნავთობის უმეტესი წილი ჩანაცვლდება განახლებადი წყაროებით, ენერგოეფექტურობით და ენერგიის დაზოგვით. გაზის იმ რაოდენობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ჯერ კიდევ ...

Read More »

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ყატარმა 2024 წლიდან გერმანიისათვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება დაიწყოს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყატარი მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის სამომავლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის. „ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია თავის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რათა გემით თხევადი გაზის იმპორტი იყოს შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯია და ყატარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს

ლიეტუვა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულის შესახებ დღეს ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს. სამინიტროს მიხედვით, ლიეტუვა კვირას ელექტროენერგიის მომწოდებელ რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ შეწყვეტს თანამშრომლობას. ელექტროენერგიაზე უარის თქმით, ლიეტუვა შეწყვეტს ყველა სახის რუსული ენერგიის მოხმარებას – გაზის, ნავთობის და ელექტროენერგიის. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არა მხოლოდ ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა საომარ მდგომარეობაში მყოფი ...

Read More »

ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვიდან რეკორდული 100 მილიარდი დოლარი შეიძლება მიიღოს

ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთმა ევროპაში გაზის გაყიდვიდან რეკორდული 100 მილიარდი დოლარი შეიძლება მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Les Echos Citi ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, რუსული გაზის გაყიდვიდან პროგნოზირებადი შემოსავალი თითქმის ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო. აღსანიშნავია, რომ ანალიზი არ ითვალისწინებს ფინანსურ შემოსავალს ნავთობის, ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის გაყიდვიდან. ევროპის საწვავის ბაზრის საკითხებში სპეციალისტის, ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ანდრონიკაშვილის, 13 ასურელი მამის, ჩხიკვაძის, მარიჯანის, ქავთარაძის, ნადირაძის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

ევროპა რუსული ნავთობის ემბარგოს ფასს გადაიხდის – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპა გააფრთხილა და თქვა, რომ თუ დასავლეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დააწესებს, ევროპა ამის საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ BBC წერს. მისი თქმით, რუსული ნავთობის ემბარგოზე საუბარმა, უკვე იმოქმედა გლობალურ ფასებზე. კრემლის ლიდერი რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებსა და მთავრობის წარმომადგენლებს სატელევიზიო მიმართვაში დასავლეთის სანქციების გავლენის შესახებ ესაუბრა. პუტინის მტკიცებით სანქციები, რომლებიც თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესდა, დასავლეთმა პოლიტიკური მიზეზების გამო ...

Read More »

სემეკმა სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა  კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა. შესაბამისობის ოფიცრის ანგარიშის მიხედვით, სს „თელასში“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები დაფიქსირდა, კერძოდ კომპანიაში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი საქმიანობების სრულყოფილად განცალკევება. აღნიშნული წარმოადგენს კანონისა და სემეკის მიერ დამტკიცებული სს „თელასის“ შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა  და ...

Read More »

ენერგომწარმოებლები: რუსეთი გლობალურ ენერგობაზარს სამუდამოდ ჩამოშორდება

ენერგომწარმოებლების, Chevron-ისა და Woodside Petroleum-ის პროგნოზით, რუსეთი სავარაუდოდ სამუდამოდ ჩამოშორდება გლობალურ ენერგობაზარს მას შემდგომ, რაც ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას მინიმუმამდე შეამცირებს. ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ავსტრალიური კომპანია Woodside-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეგ ო’ნილის განცხადებით, ევროპელებს „დრო სჭირდებათ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტისთვის“, თუმცა როგორც კი ეს მოხდება, კონტინენტი რუსულ გაზს აღარასდროს გამოიყენებს. მიუხედავად არსებული დებატებისა, ევროკავშირის პოზიცია რუსული გაზის შეწყვეტის ...

Read More »

მკვლევრები წყალმცენარეებს კომპიუტერის ენერგიის წყაროდ ერთი წლის განმავლობაში იყენებდნენ

ექსპერიმენტის ფარგლებში, ARM-ის მიკროპროცესორს წყალმცენარეები ენერგიას ერთი წლის განმავლობაში აწვდიდნენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები წყალმცენარეების კომპიუტერის ენერგიის წყაროდ ერთი წლის განმავლობაში იყენებდნენ. სისტემა AA ელემენტის ზომის იყო და ეფუძნებოდა არატოქსიკური წყალმცენარის სახეობას, რომელსაც synechocystis-ს უწოდებენ. წყალმცენარეები “ბუნებრივად იღებენ ენერგიას მზისგან, ფოტოსინთეზის გავლით”, — ამბობენ კემბრიჯის უნივერსიტეტში. აქ მკვლევრებს სჯერათ, რომ მათ მიერ შექმნილ “სისტემას აქვს პოტენციალი, იყოს სანდო და განახლებადი წყარო ...

Read More »