Tag Archives: #გაზი

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე უარს ამბობს

რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე კონტროლი კვლავ გაამკაცრა. ქვეყანამ უარყო უკრაინის შეთავაზება სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდის შესახებ, რომელიც გერმანიისთვის შემცირებული ნაკადების კომპენსაციას მოახდენდა. რუსეთის Gazprom-მა გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა დამატებითი შესაძლებლობა უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკადები კვირების განმავლობაში შეზღუდული დარჩება მას შემდეგ, რაც Nord Stream-ის მილსადენით მიწოდება მაქსიმალური შესაძლებლობის 40%-მდე შეამცირა. მიწოდების შემცირებამ გაზის ფასების ...

Read More »

მერკელი – Nord Stream 2-ზე: რაღაც გაგებით, ბუნებრივი აირი არ იყო რუსეთის იარაღი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის არ მიიჩნევს მცდარ გადაწყვეტილებად Nord Stream 2-ის მშენებლობის დაშვებას და არ თვლის, რომ ამან უკრაინა უფრო დაუცველ მდგომარეობაში დააყენა რუსეთთან მიმართებაში. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ მერკელმა RND-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე მჯეროდა ცვლილებების არა ვაჭრობის, არამედ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ სახელმწიფოსთან სავაჭრო გზით“, – განაცხადა ყოფილმა კანცლერმა. სწორედ ამ ფონზე მიიჩნია მან ...

Read More »

იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშე, თუმცა ენერგეტიკული შეზღუდვებით გადაიტანს

თუ მიწოდება შეწყდება, იტალია ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადაიტანს. ამის შესახებ იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni-ს ხელმძღვანელმა, კლაუდიო დესკალციმ გაზეთ La Repubblica-ს მიერ ბოლონიაში ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა. კერძოდ, დესკალცი ამბობს, რომ თუ რუსეთი ახლავე შეწყვეტს გაზის მიწოდებას, იტალია ამჟამად შეაძლოა, მზად არ იყოს, თუმცა 2022-2023 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის მოემზადებოდა. მისი თქმით, იტალიურმა მხარემ უნდა დაასრულოს ყველა ის შეთანხმება, რომელიც ბოლო ოთხიდან ხუთ ...

Read More »

მედიის ცნობით, ბულგარეთმა ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან მიღება დაიწყო და ივლისიდან რუსულ ბუნებრივ აირს სრულად ჩაანაცვლებს

ბულგარეთმა ბუნებრივი აირის მიღება აზერბაიჯანიდან დაიწყო. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბუნებრივ აირს ბულგარეთი მიიღებს ტრანსადრიატიკული გაზსადენის საშუალებით, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე გადის. გაზის მიწოდება ივნისის ბოლომდე სატესტო რეჟიმში განხორციელდება, ხოლო ივლისის დასაწყისიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სრულად ჩაანაცვლებს რუსულს. ბუნებრივი აირის მიღების საწყისი მოცულობა წლიურად 3 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის პოტენციალით. ბულგარეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ...

Read More »

ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს

ევროპული ენერგეტიკული კომპანიები იძულებულნი არიან ზამთრის პერიოდისთვის დარეზერვებული გაზი გამოიყენონ. ამის მიზეზია „ჩრდილოეთის ნაკადით“ მიწოდების 40%-იანი შემცირება. ამის შესახებ, Bloomberg ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაზის ფიუჩერსებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში. „სამწუხაროა, რომ ფასის ზრდა მოხდა ჩატვირთვის პერიოდში“, – ამბობს უორენ პატერსონი, ING Groep NV-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ეს სახიფათოა ბაზრისთვის და ხელს შეუწყობს საწვავის მაღალ ფასებს. ბოლო რამდენიმე კვირაა ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

„გაზპრომი“ „თურქული ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას აჩერებს

რუსული გაზის გიგანტი „გაზპრომი“, 2022 წლის 21 ივნისიდან 28 ივნისამდე „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ორივე კვანძზე გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო გაზის მიწოდებას დროებით შეაჩერებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება. „გაზპრომის“ ცნობით, გაზის ტრანსპორტირების შეჩერება წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მანამდე, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა.

Read More »

გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს

გერმანია აცხადებს, რომ დამატებით ზომებს მიიღებს, რათა გარანტირებული იყოს ენერგომომარაგება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გაზის მოხმარების შესამცირებლად, ნაკლები გაზი უნდა იყოს გამოყენებული, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები უფრო მეტად უნდა გამოიყენონ. ზომები მოიცავს გაზის მოხმარების შემცირებას ინდუსტრიასა და ელექტროენერგიის წარმოებაში. მთავრობა აცხადებს, რომ დამატებითი ზომები მოიცავს ქვანახშირის წარმოების გაზრდასაც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, ...

Read More »

ევროპა რისკავს გაზის ამოწურვას ზამთრის შუა რიცხვებში, თუ Nord Stream დაიხურება

Wood Mackenzie-ის კონსულტანტის განცხადებით, ევროპა რისკავს ბუნებრივი აირის მარაგების ამოწურვას ზამთრის პიკური მოთხოვნის შუა პერიოდში, თუ რუსეთის მიწოდება კრიტიკული მილსადენით მთლიანად შეჩერდება. უარეს შემთხვევაში, როდესაც გერმანიაში მიმავალი Nord Stream-ის გაზსადენი მთლიანად დაიხურება, ევროპა ვერ მიაღწევს ევროკავშირის მიერ დადგენილ დონეს ნოემბერში გათბობის სეზონის დაწყებამდე. რეგიონს შესაძლოა მარაგები ამოეწუროს იანვრისთვის, თქვა მასიმო დი ოდოარდომ, WoodMac-ის გაზისა და LNG კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა. რუსულმა გაზის ...

Read More »

რუმინეთმა შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო

რუმინეთმა, Midia Gas Development-ის (MGD) საშუალებით, შავი ზღვიდან ბუნებრივი აირი პირველად მიიღო. MGD ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რუმინეთში ოფშორული გაზის განვითარების პირველი პროექტია. Midia Gas Development-ი Black Sea Oil & Gas-ის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც, თავის მხრივ, გლობალურ საინვესტიციო ფირმა Carlyle International-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ეკუთვნის. პროექტი შავ ზღვაში, Ana-სა და Doina-ს ბუნებრივი აირის საბადოებზე ხორციელდება. Midia ...

Read More »

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას კვლავ უმცირებს

რუსეთი უმსხვილეს ევროპულ მყიდველებს გაზის მიწოდებას უზღუდავს, რის გამოც ბრიუსელი კრემლს შანტაჟში ადანაშაულებს. ევროპამ ზამთრის რეზერვების გამოყენება დაიწყო, რადგან Gazprom-მა გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის უმსხვილეს მყიდველებს გაზის მოცულობა შეუმცირა. რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა დაიწყო იმ ფონზე, როცა მიმდინარე კვირაში ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ, დღეს კი ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. კონტინენტის რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველი ...

Read More »