Tag Archives: #ელექტროენერგია

თურნავა: ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანია

ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად ტარიფების სუბსიდირება გახდა უფრო მიზნობრივი, მოხმარდება სწორედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს მეტად მნიშვნელოვანი არის, – ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობა ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღეს. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაშიც ხდებოდა მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა წარსულში სუბსიდიები მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე იყო მიბმული. მისი თქმით, ეს გამართლებული ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაახლოებით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღებს

ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. „მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ ...

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის, ...

Read More »

ნაბიჯი მეზობელი ქვეყნების ენერგოექსპანსიისკენ – რუსეთმა 2021 წელს 25 მლრ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცების თანახმად, 2021 წელს ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5,4%-ით და 1,106 ტრილიონ კვტ.სთ-ს მიაღწია. მოხმარებული ენერგიის ზრდა სრულად დაკომპენსირდა გამომუშავებული ელექტროენერგიის კიდევ უფრო მაღალი, 6%-იანი ზრდის ტემპით. 2021 წელს რუსეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 1,131 ტრილიონი კვტ.სთ შეადგინა. ქვეყნის შიდა ბაზარზე ...

Read More »

პოლიციის გარეშე არაფერი გამოვა – დავით ნარმანია სვანეთში მაინინგის პრობლემის გადაწყვეტაზე

რა სამართლებრივი საფუძველი აქვს მესტიის რაიონისთვის დენის უფასოდ მიწოდებას; რას პასუხობს სემეკი „ენერგო პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას, ზემო სვანეთის ელექტრომომარებაზე პასუხისმგებლობა და ქსელის მართვა მუნიციპალიტეტს გადაეცეს – მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგოკრიზისსა და მაინინგის პრობლემებზე, ასევე იმაზე, თუ რაში ხედავს გამოსავალს და რატომ არ ეთანხმება ეკონომიკის მინისტრის პოზიციას,  „მთის ამბებთან“ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია საუბრობს. – ბატონო დავით, დავიწყოთ იმით, როდიდან ...

Read More »

2022 წელს ევროპელები ენერგორესურსებზე რეკორდულ თანხას დახარჯავენ

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნები ენერგიაზე ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ თანხას დახარჯავენ, საუბარია ერთ ტრილიონ დოლარზე. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ბანკ Citigroup-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ ტიპის ხარჯები განპირობებულია რეგიონში გათბობასა და ენერგომოხმარებაზე ფასების ზრდით. „გაზი და ელ-ენერგია ძალიან ძვირდება. მომხმარებლებსა და მწარმოებლებს მთელს რეგიონში, სავარაუდოდ, მოუწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს Citigroup-ის ანალიტიკოსი ალასტერ ...

Read More »

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ მცირდება

სვანეთის მოსახლეობის ნაწილის მიერ მაინინგის შეწყვეტასთან დაკავშირებით დადებული პირობის მიუხედავად, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, კომპანიის წარმომადგენლებმა მაღალი ძაბვის ხაზის რეაბილიტაცია შეძლეს და მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება. თუმცა კომპანიაში განმარტავენ, რომ მესტიის ენერგომოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სპეციალისტების შეფასებით კი ის ფაქტი, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება არ შეინიშნება, მიუთითებს იმაზე, რომ ...

Read More »

დღეს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, გლდანისა და ისნის რაიონებში აბონენტების ნაწილს 11 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ხერგიანის, მიქატაძის, ვართაგავასა და სანდრო კანდელაკის ქუჩების მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Read More »

სემეკი: 2021 წლის მონაცემებით, “ნეტო აღრიცხვის” პროგრამაში 368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული

სემეკის განცხადებით, 2021 წლის მონაცემებით, “ნეტო აღრიცხვის” პროგრამაში 368 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურია ჩართული. „ნეტო აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი მოხმარებისთვის ელექტროენერგია გამოიმუშაონ განახლებადი ენერგიების გამოყენებით. ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდონ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მათ მოხმარებას – გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღონ შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია. ...

Read More »

თურნავა სვანეთის რეგიონზე: მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება

რა თქმა უნდა მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო ე.წ. საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ჩვენ ვიცით, რომ იქ [სვანეთი] არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე „ენერგო-პროსთან”, ვინც აწვდის ელექტროენერგიას სვანეთს, იმისთვის, რომ ეს საკითხი ეტაპობრივად გადაიჭრას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. „სვანეთი დღეს გამორჩეული ტურისტული ადგილია, ...

Read More »