Tag Archives: #ენერგეტიკა

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

“თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 5 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სნერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, სუვოროვის, ხერთვისის, წერონისის, ციცნცაძის, იმერეთის, ინტერნატის, მგელაძის, კეხვის, შერვაშიძის, ჟორდანიას, კვარაცხელიას, დავით იოსელიანის, ლამისყანის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, სამღერეთის, ზედამზის, ...

Read More »

„დიდი შვიდეული“ რუსეთს ენერგიის ექსპორტის „იარაღად გამოყენებაში” ადანაშაულებს

„დიდი შვიდეულმა“ (G7) – დასავლეთის უმდიდრესი ქვეყნების ჯგუფმა, დაადანაშაულა რუსეთი თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის „იარაღად გამოყენების“ მცდელობაში და პირობა დადო, რომ იმოქმედებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსკოვმა ვერ „გამოიყენოს“ თავისი, როგორც ენერგიის მწარმოებლის პოზიცია, „დაუცველი ქვეყნების ხარჯზე თავისი აგრესიიდან სარგებლის ნახვისთვის“. G7-ის განცხადებაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში შეჭრით და უნდა “დაასრულოს ეს მის მიერ არჩეული ომი, დაუყოვნებლივ ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებით დაინტერესებული არ არის?

ივლისის დასაწყისში, როდესაც მესამედ შეწყდა ყაზახური ნავთობის ექსპორტი რუსეთის გავლით, ყაზახეთმა მოახდინა ყველა რესურსის მობილიზება ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების მოსაძებნად. მას შემდეგ, პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის სახელით, ყაზახეთის მთავრობის წამყვანი ექსპერტები ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, ერთ-ერთი შესაძლო მარშრუტად აზერბაიჯანი სახელდება. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ნოვოროსიისკის საქალაქო სასამართლომ 30 დღით შეაჩერა კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მუშაობა, რომელიც ყაზახეთის ნავთობის 78,5 პროცენტის ტრანსპორტირებას ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

ISET: მწვანე სამუშაო ადგილებზე დაინტერესება არ იქნება, თუ მოთხოვნას ბიზნესი არ შექმნის

ახალი კლიმატის პოლიტიკისა და ვალდებულებების გამო მომდვენო ათწლეულების განმავლობაში გლობალურად მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა შესაძლებელი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, მხოლოდ 2030 წლისთვის მწვანე ეკონომიკამ შესაძლოა დამატებით 24 მილიონი ადამიანი დაასაქმოს. მწვანე სამუშაო ადგილები ეხმარება ენერგიისა და ნედლეულის ეფექტურობის გაუმჯობესებას, ამცირებს სათბური გაზების ემისიებს, ნარჩენებსა და დაბინძურებას, ხელს უწყობს ეკოსისტემების დაცვასა და აღდგენას და მხარს უჭერს კლიმატიც ცვლილებების შედეგებთან ადაპტაციას. ...

Read More »

მომავლის ელექტროენერგიის ბაზრები

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივ ტრანსფორმირებასა და, ამ კუთხით, საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე საუბრობს. „საქართველოში ელექტროენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მიმდინარეობს საბითუმო და საცალო ბაზრების გახსნა, ხორციელდება კონკურენციის ხელშემწყობი ღონისძიებები და ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები. ამავდროულად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საპილოტე პროექტების სახით ხდება ელექტროენერგიის ლოკალური, ინოვაციური ბაზრების გამოცდა. ყველა ამ რეფორმის ცენტრში კი მომხმარებელი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პირველ აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, თევდორე მღვდლის,   გორის, ევდოშვილის და  თოხაძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების და ქაიროს (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის ...

Read More »

რუსეთი თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად $20 მილიარდს გამოყოფს

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ი შვილობილ კომპანიას $20 მილიარდს უგზავნის. გასულ კვირას Rosatom-მა დაახლოებით $5 მილიარდი გადაურიცხა თურქ დეველოპერ Akkuyu Nuclear-ს. ორი ასეთი ტრანსფერი უნდა განხორციელდეს მიმდინარე და მომდევნო კვირებში. Rosatom-ის ცნობით, პროექტი კერძო სახსრებით ფინანსდება. ელექტროსადგური თურქეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სადგურმა ოთხივე რეაქტორის ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის 10% უნდა დააკმაყოფილოს. ...

Read More »

ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ესპანეთის პრემიერი მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდებს, ჰალსტუხის ტარება შეწყვიტონ ენერგიის დაზოგვის მიზნით

ევროპაში მაღალი ტემპერატურის ფონზე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მინისტრებს, საჯარო მოხელეებსა და კერძო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდა, ჰალსტუხის ტარება შეწყვიტონ ენერგიის დაზოგვის მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურის ფონზე, ევროპის ქვეყნებში კონდიციონერზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ევროპის ენერგეტიკულ სისტემებს აწვება და აძლიერებს შეშფოთებას გაზის დაზოგვის ძალისხმევის პერსპექტივებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი რუსეთისგან გაზის მიწოდების ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადადება და ბუნებრივი გაზის ფასების დადგენის გაუმჭვირვალობა – 2021 წლის ინდექსის შედეგები

უკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა DiXi Group, WEG და მოლდოვის და რუმინეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის 2021 წლის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი აფასებს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას. შედეგების მიხედვით, აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორები საშუალო ან კარგი გამჭვირვალობით ხასიათდებიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (სარეიტინგო ქულა 80, B+ 100-დან), შემდეგ მოდის უკრაინა (69, C+), საქართველო (61, ...

Read More »

ენერგეტიკის სექტორის განვითარების მემორანდუმი USAID-თან გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც პარასკევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მესონმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მემორანდუმი განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც პრიორიტეტული იქნება ამერიკულ მხარესთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ...

Read More »