Tag Archives: #ნავთობი

შრი-ლანკაში საწვავის დეფიციტის გამო საპროტესტო აქციები გაიმართება

შრი-ლანკაში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართება. მოსახლეობა საწვავის დეფიციტს აპროტესტებს. ამის შესახებ Reuters იუწყება. აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისგან ამ პრობლემის სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვენ. საწვავის უკმარისობას ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების ყველაზე სერიოზული ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. საპროტესტო აქციები წინა თვეშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები დენის გათიშვას და პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტს აპროტესტებდნენ. პოლიციასთან შეტაკებების დროის 9 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. საპროტესტო აქციებს ...

Read More »

ივლისიდან საავიაციო საწვავის გაიაფებაა მოსალოდნელი – Georgian Petroleum

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა. კერძოდ, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავზე ფასი 2.5%-ით არის შემცირებული და მისი საშუალო ღირებულება ბარელზე თითქმის 173 დოლარს შეადგენს. ევროპის რეგიონში საწვავი უფრო ძვირი – 178 დოლარი ღირს. ბოლო თვეებში საავიაციო საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 100%-საც კი გადააჭარბა. საავიაციო ნავთობის იმპორტიორი კომპანიის Georgian Petroleum-ის კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა, ტვირთმა ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადაინაცვლა, ტანკერების შევსება კი ჯეიჰანის პორტში ხდება. როგორც ოპერატორი კომპანია BP-ი აცხადებს, მილსადენისა და სუფსის ტერმინალის ექსპლუატაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციების კომპანიამ პოტენციური საფრთხეების გამო დროებით შეაჩერა. BP-ში ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის შეიძლება აღდგეს მილსადენში ნავთობის გატარება, თუმცა განმარტავენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენზე გეგმიური ტექნიკური ...

Read More »

განახლებადი ენერგიის სადგურების გადასახადების დიდი წილი ადგილობრივ თემებში უნდა გადანაწილდეს – GREDA

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინიციატივაა, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდეს. ამასთან დაკავშირებით ასოციაციამ საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა. GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, პროექტის შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების ...

Read More »

თურქულ ადანაში ნავთობი აღმოაჩინეს – მარაგების ღირებულება 1 მილიარდი დოლარია

თურქეთის ადანაში, სადაც საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ ჭაბურღილში მაღალი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, იუწყება სააგენტო Anadolu. მისი თქმით, რეზერვების ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. წყარო: bfm.ge

Read More »

აშშ-ში, ნავთობის ტანკერი გააჩერეს, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნავთობის ტანკერი გააჩერა, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს. ტანკერი Daytona ბერძნულ კომპანია TMS Tankers Ltd.-ს ეკუთვნის და დაქირავებული იყო კომპანია Vitol-ის მიერ – სავაჭრო სახლი, რომელიც დაფუძნებულია შვეიცარიაში. აღნიშნული ტანკერი შავ ზღვაში, რუსეთის ტამანის ნახევარკუნძულიდან ივნისის დასაწყისში გამოვიდა. ტანკერს მაზუთი და ვაკუუმური გაზოილი გადაჰქონდა. ტანკერი ახალ ორლეანში კვირას უნდა ჩასულიყო. აღსანიშნავია, რომ ჯო ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის  27 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.09  (+  1.97)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.57  (+   1.95)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დიდი შვიდეულის ლიდერებს სურთ, ზღვარი დაუწესდეს რუსეთის ნავთობის ფასს

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც გერმანიაში მართავენ სამიტს, სავარაუდოდ, შეთანხმდებიან ზღვარზე, რომელიც რუსეთის ნავთობს უნდა დაუწესდეს იმისთვის, რომ მოსკოვს შეეზღუდოს ენერგიით მიღებული მოგება. ეს იქნება მთავარი ასპექტი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციებისა. საერთაშორისო მედია 27 ივნისს ავრცელებს აშშ-ის ოფიციალური პირების სიტყვებს, რომ სამიტზე მსჯელობენ ფასის შეზღუდვის რეალობაში განხორციელების დეტალებზე. “G7-ის ლიდერთა ორმაგი მიზანია პროცესი პირდაპირ მიემართოს ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საქართველოში განუბაჟებელი დიზელი შემოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში აღურიცხავი დიზელის საწვავი შემოდის. კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს დიზელის საწვავი ავზით, წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტიდან შემოაქვთ და შემდეგ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაბალ ფასად (2.80 დან 3 ლარის ფარგლებში) იყიდება. „პროდუქტი შემოსულია აღურიცხავად, კონტრაბანდული გზით, სატრანსპორტო საშუალებებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ავზით შემოაქვთ საწვავი და აბარებენ, ფაქტობრივად ჩრდილოვანი ინდუსტრია ყალიბდება, ფასთა შორის სხვაობა ძალიან დიდია და ეს განსხვავება იგრძნობა, ჩვენთან 4.50, ხოლო აზერბაიჯანში 1.50″,- აცხადებს ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  27 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113,12  (+  3,07)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107,62  (+   3,35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »