Tag Archives: #ჰესი

სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას მოუწოდებენ, ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნამახვანის და ონის ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია კომპანიას წარმოდგენილი არ აქვს. აქტივისტები მთავრობას ასევე მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება. „მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოაცხადოს მორატორიუმი ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე; მოხდეს მთავრობასთან ერთად ამ ჰესების ეკონომიკური, ...

Read More »

ენგურჰესის გაჩერების გამო, დე ფაქტო აფხაზეთს ელექტროენერგიის შესყიდვა თავად მოუწევს

15-20 იანვრიდან ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო 100 დღით გაჩერდება. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ამბობენ, რომ ეს ელექტროენერგიის დეფიციტს არ შექმნის და დანაკლისი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება. უწყებაში ,,ბიზნესპრენიუსს“ განუცხადეს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა თავად უზრუნველყოფს თავისი მოხმარების დაფარვას. ,,დეფიციტის დაფარვა მოხდება თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტირებული ენერგიის საშუალებით, მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტული თვის რეჟიმიდან გამომდინარე. დეფიციტური სიტუაცია არ ...

Read More »