Tag Archives: #ჰიდრორესურსები

“ენკას” ადმინისტრაციული დირექტორი: ჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ჰესების განვითარების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ

“პროექტთან მიმართებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისად, საჯაროდ დიდი პროტესტი გამოიწვია, ამიტომ, კომპანიის სურვილია და ეს საინფორმაციო კამპანიაც ამას ემსახურება, რომ ადამიანებამდე, ვისაც ნამდვილად აღელვებთ პროექტის განხორციელების კანონიერება და უსაფრთხოება, მივიდეს სწორი ინფორმაცია”, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომპანიის ყველა დოკუმენტი საჯაროა. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილისთვის ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს, ...

Read More »

“ნამახვანჰესის პროექტი არის საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი”

“კომპანიის მენეჯმენტს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჯეროვნად ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა არ დარჩეს არანაირი კითხვა და ამომწურავად იქნეს პასუხი გაცემებული საზოგადოების ყველა გულისტკივილზე. ვიწყებთ ამ საინფორმაციო კამპანიას და ვფიქრობ, მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებაში შედგება კონსენსუსი ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას ჰესისგან გამოწვეული ...

Read More »

“ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია მისი ჰიდრორესურსების სწორად და გონივრულად ათვისება”

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ენერგოსექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღეს დაპაუზებულია ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, 4 მლრდ დოლარის მოცულობის, რაც პირდაპირ აზიანებს ქართულ ეკონომიკას.ეს კი გამოიწვია იმ მიზანმიმართულმა კამპანიამ, რაც მიმდინარეობს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ...

Read More »

არის თუ არა ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია უფლებამოსილი ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე?

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილების თანახმად, სტრატეგიული პროექტები, რომელთა განხორციელებაც წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესს, შესაძლოა გათავისუფლდნენ ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისაგან. ხაზგასასმელია, რომ კომპანია რომელიც მიიღებს მსგავს პრივილეგიას, მაინც სრულად გადაიხდის წიაღისეულის მოსაპოვებლად დადგენილ საფასურს. აღნიშნული წესი მიღებულია ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებამდე 15 წლით ადრე და ამ წესით სარგებლობა ყველა სტრატეგიულ ...

Read More »

“საზოგადოებას ნამახვანჰესზე ისე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მითების ადგილი აღარ დარჩეს”

კომპანია Enka Renewables ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პროექტის ქართველი დირექტორი, მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ არსებული რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დიალოგია. „ჩვენი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას სრულად და ჯეროვნად გავაცნოთ ეს პროექტი და ობიექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იმისთვის, რომ აღარ დარჩეს ადგილი მითებისა და სპეკულირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთოს საზოგადოების ყველა ჯგუფი. ჩვენ ...

Read More »

კახა კუჭავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია – სჯობს დღეს დაიწყოს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი, რაც ჩემი შეფასებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია დღეს დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან ჯობია დღეს დაიწყოს და საბოლოოდ მოხდეს საკითხების განხილვა-შეჯერება. გარკვეული ინფორმაციები მოვისმინე, რომელიც როგორც ვიცი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირველ ...

Read More »

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჰესების საკითხთან დაკავშირებით  მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ეს კამპანია ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს. “მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური დეზინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურ კამპანიას სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფზე. დაწყებული ეკოლოგიური საკითხებით, მწვანე პოლიტიკით დამთავრებული სხვა ...

Read More »

მოსახლეობას არ აინტერესებს ჰესი 1-მგვტ-ანი იქნება თუ 100-მგვტ-ანი, ყველას ებრძვიან – ჰესების მშენებლობის 95% გაჩერებულია

ქვეყანაში ჰესების მშენებლობის კუთხით სრული კოლაფსია. ნამოხვანჰესის ირგვლივ შექმნილ დაძაბულობას რომ თავი დავანებოთ, პრობლემები ექმნება მცირე და საშუალო ჰესების პროქტებსაც. დღეს მოსახლეობას აღარ აინტერესებს ჰესი ერთ მეგავატიანი იქნება, ორიანი თუ 100-მეგავატიანი, ყველას ერთნაირად ებრძვიან. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგიმარგებაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამო საქართველოში უამრავი ჰესის პროექტია შეჩერებული. პრობლემა ისაა, რომ მცირე ჰესებსაც ზუსტად იგივე წინააღმდეგობა ხვდება, რაც ...

Read More »

“ჰიდროენერგეტიკის წინააღმდეგ იერიში დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან”

“ამგვარი იერიში ჰიდროენერგეტიკის წინააღმდეგ ახალი არ არის და დღეს განსაკუთრებით გამძაფრებულია”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა. ნიკოლაშვილის განცხადებით, პროტესტი ხელოვნურად არის შექმნილი და პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. “ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაკავშირებულია ამ პროტესტთან და, გარკვეულწილად, ხდება საერთო ინტერესების გამონახვა, რადგან პოლიტიკური საკითხები და დღის წესრიგი იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა მიიპყრონ ამომრჩეველთა ყურადღება, ამისთვის ხდება მსგავსი ტიპის პროცესების ...

Read More »

“ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება”

ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ნებსით თუ უნებლიედ, პირდაპირ რუსულ საქმეს ემსახურება, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აქციებში უკვე ღიად ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები და დღევანდელ შეხვედრას ცაგერსა და ამბროლაურში “ლელო”-ს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი აორგანიზებს.“გავიდა დრო, გადაიარა „ქართული მიწის დაცვით“ შეფუთულმა გულზე მჯიღის ცემის პერიოდმა და ყველა მიხვდა, რომ ვინც ნამახვანის ...

Read More »