Tag Archives: #უკრაინა

ევროპარლამენტარი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს მოკლავს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს მოკლავს. გერმანელი პოლიტიკოსი მიესალმა ნატოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის თანახმად, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედება ძვირი დაუჯდება. „თუ პუტინი იარაღის გამოყენებას მიმართავს, ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის დასრულებას ნიშნავს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მისი თქმით, გერმანიის ახალმა მმართველმა კოალიციამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, ...

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

უკრაინის საცავებში ბუნებრივი აირის მარაგი საგანგაშოდაა შემცირებული

უკრაინის მიწისქვეშა საცავებში (UGS) ბუნებრივი აირის მარაგმა 27 ნოემბრის მდგომარეობით 16,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 38,6%-ით ნაკლებია. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია “Operator of GTS of Ukraine” იუწყება. ერთი კვირის განმავლობაში გაზის მარაგი 3%-ით, ანუ 500 მილიონი კუბური მეტრით შემცირდა. საცავებიდან გაზის გატანადღეში დაახლოებით 60-70 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით ხდება. ამ მომენტისთვის, უკრაინის გაზის საწყობები  52,9%-ით არის შევსებული.

Read More »

“”ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ჩაშვება კიდევ 6 თვე არ მოხდება

გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ანკა ფელდგიუსენმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” ჩაშვება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არ იგეგმება. „თუ კარგად დააკვირდებით, საუბარია მხოლოდ ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე. ეს არც ისე ადვილია, როგორც ჩვენ გვგონია, რადგან გაზის საბადო რუსეთშია და არა უკრაინაში, გადამცემი პუნქტი კი თქვენს აღმოსავლეთ საზღვარზე… წინადადება საინტერესოა. მით უფრო იმის გამო, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის გაშვებამ, შესაძლოა, უკრაინას ტრანზიტით მიღებული შემოსავალი 40%-ით შეუმცირდეს

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის გაშვებამ, შესაძლოა, უკრაინას გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავალი  40%-ით, წელიწადში 1,2 მილიარდი დოლარით შეუმცირდეს. აღნიშნულის თაობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი იუწყება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, “გაზპრომიდან” მიწოდების სანაცვლოდ უკრაინამ წელიწადში საშუალოდ 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ტრანზიტის საფასური 2021 წელს, სავარაუდოდ, 40%-ით დაბალი იქნება, ვიდრე წინა წლებში. აქვე შეგახსენებთ, რომ გერმანულმა მარეგულირებელმა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის სერტიფიცირება შეაჩერა, თუმცა, ...

Read More »

გერმანიის მთავრობა აშშ-ის კონგრესის წევრებს მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს სანქციები არ დაუწესონ

გერმანიის მთავრობა აშშ-ის კონგრესის წევრებს მოუწოდებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს სანქციები არ დაუწესონ. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Axios-ი ავრცელებს. 9 ნოემბერს, „რესპუბლიკელი“ სენატორების ჯგუფმა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. საკანონმდებლო ცვლილება სენატში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა წარადგინა. სენატორი ჯიმ რიშის აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები გააუქმა, რუსეთმა შეწყვიტა გაზის ტრანზიტი უკრაინის ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

ძვირი გაზის გამო უკრაინის სასათბურე მეურნეობები გაკოტრების ზღვარზეა არიან

ბოლო კვირებში უკრაინის ბოსტნეულის ბაზარზე ნამდვილი სენსაცია დაფიქსირდა – ქვეყანაში რუსული სათბურის კიტრი შევიდა. რუსეთი ტრადიციულად ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყანაა, მათ შორის უკრაინული პროდუქციის. წლების მანძილზე ბევრი სასათბურე მეურნეობა მხოლოდ რუსულ ბაზარზე მუშაობდა, მაგრამ 2014 წელს ეს შეიცვალა – რუსეთზე ორიენტირებული მეურნეობები ან გაკოტრდნენ, ან სხვა ბაზრებზე გადავიდნენ. უკრაინული კიტრი ნაწილობრივ რუსულ ბაზარზე მაინც – ბელარუსის გავლით – შედიოდა, თუმცა, რაც ...

Read More »

ვლადიმერ ფესენკო: რუსეთი ცდილობს უკრაინაში ენერგეტიკული კრიზისის პროვოცირებას, რაც ახლა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე და შავ ზღვაზე ხდება, ნერვების ომია და მიმართულია უკრაინის, ევროკავშირისა და ნატო-ს წინააღმდეგ

უკრაინა-რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში არსებულ ვითარებაზე, იმაზე თუ რამდენად ეხმარებიან უკრაინას ნატო და დასავლელი პარტნიორები ქვეყნის შეიარაღებული ძალების მშენებლობაში და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვმა კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა. – ბატონო ვლადიმერ, ვხედავთ, რომ უკიდურესად იძაბება ვითარება პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსეთი კვლავ ახდენს თავისი სამხედრო ძალების კონცენტრაციას, ფეთქებადსაშიში რჩება ვითარება დონბასში. ყარაბაღის მეორე ომის ...

Read More »

პოლონეთის პრემიერი – პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი

პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი და აპირებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანულ „ბილდთან“ საუბარში განაცხადა. „ჩვენ ახლა პოლონეთში ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ უფრო ფართო პერსპექტივაზეა საუბარი, მაშინ ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი თანხები, რომლითაც მას შეუძლია გააგრძელოს შეიარაღება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ. მანამდე, 16 ნოემბერს, ქსელების თაობაზე ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) ...

Read More »

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. ბორის ჯონსონის განცხადება მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ვიმედოვნებთ, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შეიძლება, გააცნობიერონ, რომ მალე დადგება არჩევანი ახალ გიგანტურ მილსადენებში უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადებსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაში. „როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” ვიმყოფებით

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ მაქსიმ ნემჩინოვის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” იმყოფება. როგორც მინისტრმა “ტელეკომპანია 1+1”-ის ეთერში თქვა, რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს იმპორტს ყაზახეთიდან, ხელს უშლის უკრაინაში ნახშირით დატვირთული ვაგონების შემოსვლას და მუდმივად ამცირებს შეკვეთილი გაზის სატრანზიტო სიმძლავრეებს. „ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო ვიგრძნოთ“, – აღნიშნა ნემჩინოვმა. 1-ელი ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინაში ნახშირის ენერგეტიკული კლასის მიწოდება შეწყვიტა და აღნიშნული ქვეყნის ...

Read More »