ინდოეთმა განაცხადა, რომ 2070 წლისთვის სათბური აირების გამოყოფის ნულოვან დონეს მიაღწევს. აღნიშნული დაპირების შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდოეთი მსგავსი ტიპის ვალდებულებას იღებს. ნულოვანი ანუ კარბონ-ნეიტრალური დონე ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნახშიროჟანგის გამონაბოლქვს ნულამდე დაიყვანს. ცნობისთვის, ჩინეთი გეგმავს, რომ კარბონ-ნეიტრალური ქვეყანა 2060 წლისთვის გახდეს, ხოლო აშშ-ისა და ევროკავშირის მიზანია ნახშიროჟანგის გამონაბოლქვი ნულამდე 2050 წლისთვის დაიყვანონ. ინდოეთი მსოფლიოში ნახშიროჟანგის გამოყოფის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყანაა ...
Read More »