Tag Archives: #თურქეთი

ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

ბულგარეთი თურქეთთან გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს

სოფია აგრძელებს მოლაპარაკებებს ანკარასთან, რათა თურქული LNG ტერმინალის სიმძლავრე მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაღებად გამოიყენოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა როზენ ჰრისტოვმა განუცხადა. მინისტრის თქმით, ბულგარეთში LNG-ის შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის, მაგრამ არის პრობლემა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელია მისი გადმოტვირთვა. ამჟამად ბულგარეთი იყენებს Revitussa LNG ტერმინალს საბერძნეთში. „ეს ტერმინალი ძალიან დატვირთულია. ჩვენ გვჭირდება დამატებითი მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრე“, – ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

თურქეთი, ტრანსანატოლიური გაზსადენის სიმძლავრის გაზრდას განიხილავს

ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) სიმძლავრის გაზრდა მოითხოვს დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბრიფინგზე განაცხადა. ფატიჰ დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. „თურქეთი არა მხოლოდ დაფარავს საკუთარ ენერგეტიკულ საჭიროებებს, არამედ ხელს შეუწყობს ენერგორესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში, კერძოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, – დასძინა მინისტრმა. დონმეზმა აღნიშნა, ...

Read More »

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე საბადოზე ნავთობის მოპოვება 5 000 ბარელს აღწევს

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაბარის მთის მახლობლად, ნავთობის საბადოზე დღეში 5000 ბარელამდე შავი ოქრო მოიპოვება. 12 დეკემბერს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა გაბარის მთის რეგიონში დიდი ნავთობის საბადოს აღმოჩენის შესახებ, რომლის მარაგი 150 მილიონ ბარელად არის შეფასებული, რაც $12 მილიარდის ექვივალენტია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, დღეს თურქეთში სახელმწიფო საწარმოების მიერ ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობა 65 000 ბარელს აღწევს, ხუთი წლის ...

Read More »

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. „ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სამხრეთ გაზის დერეფნისა და TANAP-ით ევროპაში ტრანსპორტირდება. თურქმენეთის ბუნებრივი აირის საკითხთან დაკავშირებით ასევე მზად ...

Read More »

ერდოღანი აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს: თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით უნდა ვიმუშაოთ

თურქეთს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ და თურქმენ კოლეგებს განუცხადა, რომ მუნდა „დაიწყონ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლურ ბაზრებზე გასატანად. ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქმენეთის ლიდერი სერდარ ბერდიმუჰამედოვი  დასავლეთ თურქმენეთის ქალაქ ავაზაში შეხვდნენ. მხარეებმა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები, განსაკუთრებით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებები განიხილეს. „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს თურქმენ და აზერბაიჯანელ ძმებთან. გარდა ამისა, ჩვენ ...

Read More »

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს

თურქეთი „სილივრის“ გაზსაცავის მეორე ფაზის ექსპლუატაციას იწყებს. ენერგეტიკული ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას 16 დეკემბერს, პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გაიმართება, განაცხადეს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში. „სილივრი“ თურქეთის პირველი მიწისქვეშა გაზის კომპლექსია 3,2 მილიარდი კუბური მეტრი ტევადობით და დღეში 28 მილიონი კუბური მეტრი საწარმოო სიმძლავრით. გაზის საცავის ტევადობის გაზრდის მიზნით, სამუშაოები 18 ჭაბურღილის გაფართოებაზე ჩაატარდა, ხოლო ზღვაში ორი დამატებითი პლატფორმა ...

Read More »
ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

თურქეთში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს. აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.

Read More »

თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას ხელს უშლის

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თურქეთის სრუტეებთან ნავთობის ტანკერების გადაადგილება კვლავაც შეზღუდულია, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეალიზაციას უშლის ხელს. როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთის საზღვაო უწყებამ განაცხადა, რომ არ დაუშვებს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობმზიდ გემებს, რომელთა ეკიპაჟიც ვერ წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიების წერილობით გარანტიას. ამ წერილის წარდგენის სავალდებულო წესი თურქეთში თვის დასაწყისიდან ამოქმედდა. თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს ვერ წარადგენენ, ...

Read More »

სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა.

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

აშშ-მა სანქციები დაუწესა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა

აშშ-მა სანქციები დაუწესა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულ თურქ ბიზნესმენს, რომელიც ირანს ნავთობით ვაჭრობაში ეხმარებოდა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. მედიის ცნობით, როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში განაცხადეს, თურქი ბიზნესმენის, სიტკი აიანის დახმარებით მიღებულ შემოსავალს ირანი მარიონეტული ძალების, მათ შორის ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლას“ დაფინანსებისთვის იყენებდა. მანამდე, გავლენიანმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ თურქი ბიზნესმენი სიტკი აიანი ფინანსურ გარიგებებშია ჩართული ...

Read More »