Tag Archives: #ჰიდროელექტროსადგური

“წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, მისი ენერგეტიკა და ეკონომიკა “ენგურჰესის” გარეშე”

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჰესებს შეეხება. ხშირად ისმის ხოლმე ჰესების მშენებლობის დროს ავარიების და ინციდენტების შემთხვევები – რაც ნამდვილად იყო, ამას ვერავინ უარყოფს. ასე იყო “შუახევი ჰესის”, “მესტიაჭალაჰესის”, “ბახვი ჰესის” და ასე შემდეგ შემთხვევებში. ორი აზრი არაა იმაზე, რომ ყველა ეს შემთხვევა უნდა იქნას კარგად შესწავლილი და შესაბამისი დასკვნები გაკეთებული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ნაგებობების საიმედოობა და უსაფრთხოება პროექტირების, ...

Read More »

„ნამახვანჰესის” ირგვლივ დაუსრულებელი ხმაური უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზეც“

“მოგეხსენებათ, რომ არ გვიდგას საქართველოში ინვესტორების რიგები, არა მარტო ენერგეტიკაში, არამედ საერთოდ არცერთ დარგში. „ნამახვანჰესის“ ირგვლივ დაუსრულებელი ხმაური  უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზეც“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმს“ ენერგეტიკოსმა გიორგი არაბიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა პრაქტიკულად სანთლით ეძებს ინვესტორს. „კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს პროექტი არის მისაღები უნდა აშენდეს, რომ არ დავაფრთხოთ ინვესტორები. მსგავსი სიტუაციები ძალიან ცუდად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო ...

Read More »

“ვგეგმავთ, ამ დღეებში „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ”

კონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას, როდესაც ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ესკალაცია, არ აქვს ამას მნიშვნელობა, რა საკითხს ეხება ეს, რა თქმა უნდა, იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაარტყამს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ...

Read More »

გოლეთიანი: ვაყენებთ პირობას და შემდეგ, თუ უნდათ რეალური დიალოგი, მოვიდეს პრემიერი ან წარმომადგენელი

„რიონის ხეობის მცველი“ და აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათ სურთ დიალოგი, მაგრამ ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ აიღოს რკინის ბარიკადები, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგებმა შეძლონ ნამოხვანში კარვების გაშლა. „ჩვენ ახლა საბოლოოდ გვინდა ის სპეკულაციური დამოკიდებულება ამ დიალოგთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ. ამიტომ ახლა ველოდებით მათ კონკრეტულ ნაბიჯს. ჩვენ ვაყენებთ კონკრეტულ პირობას და ...

Read More »

სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა

სოფელ გუმათში მიმდინარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა. „ქართული მარში“ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს. ისინი ამ წუთებში აქციის მონაწილეებს ესაუბრებიან. ამასთან, როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს აღნიშნა, აქციის მონაწილეები დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ მათ აქციის გამართვის საშუალება სოფელ ნამახვანში მისცენ. გოლეთიანის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში პიკეტირება დაიწყება. სოფელ გუმათში ამ ...

Read More »

“ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია”

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. „რაც შეეხება ბუნებრივი რესურსის, ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვების გადასახადს, კომპანია არც ამისგან არის გათავისუფლებული. კანონით დადგენილ საფასურს იხდის. ერთადერთი, რა უფლებითაც სარგებლობს ინვესტორი ...

Read More »

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, – ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას

ქუთაისში, ნამახვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციაზე, ვარლამ გოლეთიანმა დემონსტრანტებს სამომავლო სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი თქმით, დღეს ღამეს ქუჩაში გაათევენ, ხვალიდან კი სოფელ გუმათში დაბრუნდებიან. “დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ. ხვალ, დილის 8 საათიდან გადაავაადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, არ ექნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. მისივე თქმით, თუ პიკეტირებაც ...

Read More »

“ჭრაქის შუქზე ვიდრე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება”

არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჭრაქის შუქს დავუბრუნდეთ, თუ მთელი ერი ამაზე შეთანხმდება. სწორედ ჭრაქის შუქზეა შექმნილი თითქმის ყველა გენიალური ქმნილება, რაც ჩვენი საგანძურია. მაგრამ, სანამ ამაზე შევთანხმდებით, ერთი კვირა სინათლეს ნუ ავანთებთ სახლებში და ზუსტად გვეცოდინება, რა გველოდება, – ამის შესახებ „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი იაშვილი აღნიშნავს, თუ არ აშენდება წყალსაცავიანი ჰესები, ვერ ...

Read More »

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები “ნამახვანთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და ...

Read More »