Tag Archives: #განახლებადი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

უდაბნოს მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

უდაბნოს მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად მთავრობა ახალ ინვესტორს ეძებს და ახალი ინტერესთა გამოხატვაც გამოცხადდა.ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გეგმავს ინვესტორის მოძიებას, „უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით, რომელსაც გადასცემს „საქართველოს მზის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში 90%–იან წილს. ელექტროსადგური სოფელ  უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, მისი დადგმული  სიმძლავრე 5 მგვტ-ია. პროექტის სავარაუდო ღირებულება  3,450,000 აშშ დოლარია, საიდანაც ფონდის 10%-ს ...

Read More »

“ჩვენი ამოცანაა, რამდენიმე წელში ევროკავშირს მწვანე ენერგია მივაწოდოთ”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელება, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტო გადამცემი კაბელი. „სულ რამდენიმე წლის წინ ზღაპარივით ჟღერდა, თუმცა, დღეს ეს არის აბსოლუტურად რეალისტური პროექტი, რომელსაც მსოფლი ბანკი აფინანსებს. ამ ეტაპზე, მსოფლიო ბანკთან ვართ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების პროცესში. ვმუშაობთ ამ პროექტზე მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად და ჩვენი ამოცანაა ევროკავშირს რამდენიმე წელში მივაწოდოთ ...

Read More »

მცურავი მზის პანელების მსოფლიოში უმსხვილესი ფერმა სინგაპურში

სინგაპურში ამჟამად მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მცურავი მზის ფერმა, რომელსაც შეუძლია წელიწადში 4000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება რაც დაახლოებით ექვივალენტურია წელიწადში სათბური გაზების 900 – ზე მეტი სამგზავრო მანქანის გამონაბოლქვისა. მცურავი ფერმა განთავსებულია წყლის ზედაპირზე, ის მოიცავს 13,312 მზის პანელს. 5 მგვტ პიკიანი სისტემის ინსტალაცია სავარაუდოდ წელიწადში 6 მილიონი კილოვატ საათის ენერგიას გამოიმუშავებს. ეს თავის მხრივ ქვეყანას ხელს შეუწყობს ...

Read More »

ბირთვული თუ განახლებადი ენერგია? – რუმინეთი არჩევანზე ფიქრობს

მოსალოდნელია თუ არა, რომ ევროკავშირში ბირთვული ენერგიის მასობრივი წარმოება ისევ განახლდეს? ბლოკის წევრი სახელმწიფოების ნაწილი, მათ შორის პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკია, ბულგარეთი და რუმინეთი ბირთვულ ენერგიაში დიდი ინვესტიციების ჩადებას გეგმავს… ხოლო ავსტრიისა და გერმანიის მაღალჩინოსნები თვლიან, რომ კლიმატის კრიზისიდან გამოსავალი არის არა ბირთვული, არამედ განახლებადი ენერგია. მაინც როგორ შეიძლება დაეხმაროს ბირთვული ენერგია ევროკავშირს, რომ გარემოში ნახშირბადის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს? რუმინეთის მსგავს ...

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

დანია და კორეა ქარის ტურბინებისთვის გიგანტურ ხელოვნურ წყალქვეშა კუნძულების შექმნაზე მუშაობენ

ორივე პროექტი თითქმის ერთდროულად იქნა დაანონსებული, რომლებიც დასრულების შემთხვევაში წარმოადგენს ხმელეთიდან დაშორებულ კუნძულს ქარისა და, ზოგადად, განახლებადი ენერგიის ტრანსფორმაციით. დანიამ აიღო ვალდებულება ააშენოს მსოფლიოში პირველი ხელოვნური კუნძული, რომელიც ასობით გიგანტური ქარის ტურბინის საყრდენი გახდება, ხოლო სამხრეთ კორეამ მეურნეობის გაფართოვება დაგეგმა და ამისთვის საჭირო რესურსების მოპოვების გზებს აფართოვებს. ხელოვნური კუნძულის ქარის ელექტროსადგური გვთავაზობს მნიშვნელოვან უპირატესობებს მიწისზედა ქარის ტურბინებთან შედარებით: ზოგიერთი იშვიათი ...

Read More »

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „მწვანე ტექნოლოგიების“/GreenTech-ის მიმართულებით ჩატარდა. კონფერენციაზე, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა, განხორციელდა BTU-ს კვლევის წარდგენა. პანელური შეხვედრის მიმდინარეობისას, დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა როგორც აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და პოტენციალი, ასევე – საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. დისკუსიას ესწრებოდნენ პანელისტები – საქართველოს წამყვანი სპეციალისტები მწვანე ტექნოლოგიების დარგში: მაია მელიქიძე – BTU-ს აფილირებული პროფესორი ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

განახლებადი ენერგოწყაროების შეძენა უკვე შეღავათიანი აგროკრედიტით შეიძლება

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა. პროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, – მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები უკვე დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს; ამავდროულად, გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას. აღნიშნული მიზნობრიობით ...

Read More »

ნახშირბადის ნანო მილებისგან დამზადებულ მასალას ელექტროენერგიის წარმოქმნა შეუძლია

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებმა, ნახშირბადის პატარა ნაწილაკების გამოყენებით, ელექტროენერგიის გამომუშავების ახალი გზა აღმოაჩინეს. მკვლევრების თქმით, თხევადი, ორგანული გამხსნელი, ელექტრონებს ნაწილაკებისგან იღებს და წარმოქმნის დინებას, რომელიც, შესაძლოა,  ქიმიური რეაქციების წარმართვისთვის ან მიკრო თუ ნანომასშტაბიანი რობოტების ასათვისებლად იქნას გამოყენებული. “ეს მექანიზმი და ენერგიის გამომუშავების გზა სრულიად ახალია. ახალი ტექნოლოგია დამაინტრიგებელია, რადგან ნაწილაკების ფენაში მხოლოდ გამხსნელის გატარებაა საჭირო. ეს საშუალებას გაძლევთ, ელექტროქიმია ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

“განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას ყურადღება დაეთმობა”

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას დიდ ყურადღებას დაუთმობს. “ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 000 მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა. ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ...

Read More »

აშშ-მ მზის პანელებისთვის საჭირო კომპონენტების ჩინეთიდან იმპორტი აკრძალა

აშშ-ის ხელისუფლებამ აკრძალა მზის პანელების წარმოებისთვის აუცილებელი საჭირო მასალების ჩინეთიდან იმპორტი, რომელსაც აწარმოებს ჩინური კომპანია Hoshine Silicon Industry. მიზეზი ამ კომპანიაში დადასტურებული იძულებითი შრომის ფაქტებია. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ Hoshine Silicon Industry და კიდევ 4 ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა იმ მიზეზით, რომ ისინი იყვნენ დაკავშირებული სინცზიან-უიღურის ავტონომიურ ოლქში „ადამიანის უფლებების დარღვევისა ...

Read More »