Tag Archives: #ესკო

გიორგი კაპანაძე: “მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს”

მიჩნდება  გონივრული ეჭვი, რომ „ესკოს“ მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს“, – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, „ესკო“ ჯიუტად განაგრძობს ელექტროენერგიის იმპორტის მხოლოდ საშუალო შეწონილი ტარიფების გამოქვეყნებას და თავს არიდებს დღის, ღამის და უქმე დღეების მონაცემების გასაჯაროებას. „ჩემთვის გაუგებარია, მაშინ, როცა „ესკო“ გადაწყვეტილებაზე მუშაობს სწორედ დღის, ღამის ...

Read More »

იოსებ არჩვაძე: „ესკოს“ მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გამოქვეყნება, ბაზარზე გამჭვირვალობის პროცესს შეუწყობს ხელს“

„რაც უფრო ტრანსპარენტულია ინფორმაცია, მით უფრო ნაკლებია ბიუროკრატიული საფრთხე თუ კორუფციული რისკები“, – ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ განაცხადა. არჩვაძემ აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტია პირველად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მით უკეთესი პირობებია ანალიზისთვის. მისი განმარტებით, ცხადია, რომ ჩვენ დაახლოებით, 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. „ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ იმპორტირებული კილოვატ/საათის ღირებულება გაცილებით ძვირია, ვიდრე ექსპორტირებულისა. ამის გამო ვზარალობთ. ამას დავამატოთ, ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: დენის ტარიფის ზრდის თემით სპეკულაციები უნდა დასრულდეს – ტარიფი არ გაიზრდება

ანდრია გვიდიანი: „ესკომ“ იმპორტის დეტალური მონაცემების გამოქვეყნება უნდა დაიწყოს

„რაც მეტია გამჭვირვალობა, მით ნაკლებია პასუხგაუცემელი კითხვები და ეს ფორმულა არ ეხება მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარს, არამედ თანაბრად უნივერსალურია საბაზრო ურთიერთობის უკლებლივ ყველა ეტაპზე“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა. გვიდიანის მოსაზრებით, „ესკოს“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორი) მიერ შემოთავაზებული გამჭვირვალობის არსებული პრაქტიკა ვერ აკმაყოფილებს ანალიტიკოსების, პროფესიონალების თუ უბრალოდ დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს. „ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები ერთ-ერთი საინტერესო და საკვანძო ...

Read More »

აფბა – ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ –  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა 258.85 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა, რეალურად ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი 34% -ით შეამცირა

2020 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 726,3 მლნ კილოვატ საათის ელექტროენერგიას იმპორტი განახორციელა აღნიშნულის შესახებ ნათქვამია “საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის” (ესკო) ანგარიშში, იუწყება აზერბაიჯანული ბიურო Caspian Barrel. დოკუმენტის თანახმად, ეს მოცულობა წინა წლის მოცულობაზე 34% -ით ნაკლებია. გასულ წელს, საქართველოს მიერ იმპორტირებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1,610,1 მილიონი კილოვატსაათი, საიდანაც 45,1% იყო აზერბაიჯანიდან. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს აზერბაიჯანიდან თურქეთში სატრანზიტო ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა ...

Read More »

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკო-ს განცხადება

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი – ესკო საკუთარ Fasebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს: “ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მერამდენედ ხდება სიცრუის ტირაჟირება საქართველოს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ამჯერად, მორიგი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) და მისი საქმიანობის შესახებ. ესკო სააქციო საზოგადოებაა. მისი ერთადერთი აქციონერია საქართველოს სახელმწიფო. სააქციო საზოგადოების აქციათა წილის მფლობელი არასოდეს ყოფილა თანაინვესტირების ფონდი, როგორც ეს ზოგიერთ მედია საშუალებაში გადაიცა. „ელექტროენერგეტიკული ...

Read More »

“ესკო“ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორს ეძებს

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ კომპანიას ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ესკომ“ ინტერესთა გამოკითხვა უკვე გამოაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმპორტი უნდა განხორცილდეს 2021 წლის 11-31 იანვრის პერიოდისათვის. იმპორტის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 33.6 მლნ კვტ.სთ-ს. იმპორტის წარმოდგენილი გრაფიკები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იმპორტის განხორციელება შესაძლებელია სამუშაო და დასვენების დღეებში 08:00-24:00 სთ-ის ჩათვლით (თბილისის დრო), ჯამური იმპორტის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 100 მგვტ-ს.თურქეთის ...

Read More »