Tag Archives: #ენერგეტიკა

ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ამჟამინდელი ფასების შესახებ აქვეყნებს ინოფრმაციას: “2021 წლის  9 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62.95(- 0,25) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  59,32 (- 0,28)  დოლარი/ბარელზე.”

Read More »

„ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. „უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით ...

Read More »

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლეს

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი მიზანი არ არის დესტრუქციული ქმედებები და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კითხვები აქვთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. „თუ აქციის რომელიმე მონაწილე შეეცდება კომპანიის ოფისზე თავდასხმას, ეს ქმედება განხორციელებული იქნება აქციის ორგანიზატორების ნების საწინააღმდეგოდ. თუ ...

Read More »

“ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას”

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ძირითადი კითხვები, რაც დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან ან უსაფრთხოებასთან, მოხსნილიყო. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს და საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. „ვეპატიჟებით მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ულტიმატუმები ...

Read More »

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ, რათა გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი. მათ სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამართალდამცველებმა მათი შეკავება მოახერხეს. „ჩვენი მოთხოვნები ლეგიტიმურია. ვითხოვთ, სახელმწიფო მოსახლეობასთან იყოს დიალოგის რეჟიმში, სადაც მოხდება არსებული ყველა კითხვის განხილვა. მშვიდობიანი მოსახლეობა გადავაადგილდებით ნამახვანის მიმართულებით. ...

Read More »

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კომპანია ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან“. „ენკა რინიუებლზ“ ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის ...

Read More »

აფბა ელექტოენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას იწყებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იწყებს ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლას. როგორც აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში გადამცემი ქსელის განვითარებას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. ამდენად,  ორგანიზაციამ საჭიროდ მიიჩნია დეტალურად იქნას შესწავლილი ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღნიშნულის ფარგლებში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მიმართა „საქართველოს სახელმწიფო ...

Read More »

Reuters – ირანში ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია

ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია, – Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. „ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”, – განაცხადა „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერმა ბეჰრუზ კამალვანდიმ. მისივე თქმით, ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო – ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს და კარვების სხვა ადგილზე გადატანას ითხოვდენ

გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა საკუთარი ავტომობილებით გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ გზას იმ შემთხვევაში გახსნიან, თუ მათ სოფელ ნამახვანში წასვლის საშუალებას მისცემენ, რათა საკუთარი ნივთები აიღონ და კარვები სხვა ლოკაციაზე გადაიტანონ. პარალელურად, სამართალდამცველები კარვებს იღებენ სოფელ ნამახვანში. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარედ მოსალოდნელია რიონის ...

Read More »