Tag Archives: #ენერგეტიკა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

ENKA: მითი vs რეალობა

“ნამახვანჰესის” პროექტის დეველოპერმა ENKA Renewables-მა 433-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის შესახებ საზოგადოებაში არსებული მითების გაქარწყლებისთვის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რიონის ხეობის ფართობის ნახევარი მათ გადაეცათ. სინამდვილეში ჰიდროელექტროსადგური რიონის ხეობის ფართობის 2.9%-ზე შენდება. კომპანიის განცხადებითვე, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროექტის მშენებლობისას დასაქმებულთა უმეტესობა თურქეთის მოქალაქე იქნება, მაშინ როდესაც პროექტის მშენებლობის ფაზაზე 1600 ადამიანი ...

Read More »

ენგურჰესის ენერგიის დე ფაქტო აფხაზეთთან გაყოფა 60/40-ზე პრინციპის მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს – აფბა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდა, ოფიციალურად დააფიქსიროს პოზიცია, თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან. ცნობილია, რომ 1 მაისს ენგურჰესის რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა და ჰიდროელექტროსადგური მუშაობას შეუდგა. როგორც აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება, იქნება თუ არა მკაცრად დაცული ...

Read More »

“საზოგადოებას ნამახვანჰესზე ისე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მითების ადგილი აღარ დარჩეს”

კომპანია Enka Renewables ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირს დისკუსიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. პროექტის ქართველი დირექტორი, მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ არსებული რთული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ დიალოგია. „ჩვენი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას სრულად და ჯეროვნად გავაცნოთ ეს პროექტი და ობიექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს იმისთვის, რომ აღარ დარჩეს ადგილი მითებისა და სპეკულირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთოს საზოგადოების ყველა ჯგუფი. ჩვენ ...

Read More »

STUCKY ნამახვანზე: კაშხალი უსაფრთხოა, მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით

ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული კვლევების ხელახლა შესწავლის პროცესში აქტიურადა ჩართული შვეიცარული საპროექტო კომპანია „შტუკი“. კომპანიის ექსპერტები საქართველოში არიან და ჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ. „შტუკის“ წარმომადგენელი, პაბლო რენესალ გარსია აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესის მთავარი კაშხალი უსაფრთხოა და ის სრულიად შეესაბამება მსოფლიოს დიდი კაშხლების აღიარებულ სტანდარტებს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კაშხალი უსაფრთხოა. მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საერთაშორისო ...

Read More »

რუსეთი აშშ-ის უდიდეს გაზსადენზე კიბერშეტევაში მონაწილეობას უარყოფს

რუსეთი აშშ-ის უდიდეს მილსადენზე განხორციელებულ კიბერშეტევაში მონაწილეობას უარყოფს. მილსადენი მწყობრიდან ransomware-ის შეტევით გამოვიდა, რის გამოც კომპანია სრულ მომსახურებას კვირის ბოლომდე ვერ აღადგენს. აშშ-ის საგამოძიებო ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი DarkSide, რომელიც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, რუსეთშია დაფუძნებული. ორშაბათს სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კრემლის მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ამ საკითხის უშუალოდ რუსეთის ...

Read More »

ნულის ტოლია იმის შანსი, რომ კაშხალმა სტიქიურ დარტყმებს ვერ გაუძლოს

ENKA RENEWABLES კიდევ ერთხელ აცხადებს თუ რამდენად დაცული იქნება ნამახვანის პროექტის ფარგლებში ჰესის კაშხალი სტიქიური კატაკლიზმებისგან. პროექტის ქართველ დირექტორს არგუმენტად ის კვლევები მოჰყავს, რომელიც ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ჩატარდა. „იმ ტიპის კაშხალი, როგორიც შენდება ნამახვან ჰესის პროექტის მიხედვით, 1963 წლიდან არ ჩამოქცეულა. პრაქტიკულად ნულის ტოლია იმის შანსი, რომ კაშხალმა ვერ გაუძლოს სტიქიურ დარტყმებს. სწორედ ამიტომ გვყავს ჩართული ამ პროცესში არაერთი უცხოელი ...

Read More »

„ფასი სამწუხაროდ, გაიზრდება“

„ისტორიულად ეს არის ყველაზე მაღალი ფასები, რაც კი საქართველოში ყოფილა საწვავთან მიმართებით“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამას განაპირობებს სამი ფაქტორი, კერძოდ, საერთაშორისო ფასები, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით და სახელმწიფო გადასახადები. თუმცა, როგორც ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე ტენდენციები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და საწვავის ფასი, სავარაუდოდ, ...

Read More »

“მე მგონია, რომ ჰესები გვჭირდება, მათ შორის გვჭირდება დიდი ჰესები”

“მე ვარ წინააღმდეგი ამ კამპანიის, რომ დიდი ჰესები არ გვინდა, ეგ მგონია ერთის მხრივ სისულელე და მეორეს მხრივ მგონია, რომ კონკრეტული ძალები დგას მაგის უკან, ვის ინტერესშიც არის ის, რომ აქ, საქართველოში ჩვენ ვერ შევძლოთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა და მუდმივად ვიყოთ ჩამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე. მაგ ნაწილში სრულად გააზრებული მაქვს, რომ ჩვენ ენერგია გვჭირდება და ეს ენერგია რაც შეიძლება იაფი წყაროებიდან ...

Read More »

ენერგოდამოუკიდებლობა: რატომ ვერ აღწევს მეცნიერების ხმა ჩვენამდე

ნამახვანის კასკადის მშენებლობის გარშემო არსებული პროტესტის შედეგად, საქართველოში ენერგოდამოუკიდებლობის, ისევე როგორც ზოგადად ენერგოპოლიტიკის საკითხები საზოგადოებაში აქტუალური გახდა. თუმცა, ენერგოპოლიტიკის დებატები, საჯარო სივრცეში, ძალიან პოლარიზებულად მიმდინარეობს და ხშირად ტექნიკურ დეტალებზე ისეთი ადამიანები საუბრობენ, რომლებსაც ენერგეტიკის სფეროსთან შეხება არ აქვთ. არსებულ დისკუსიაზე, ქვეყნის ენერგოპოლიტიკაზე და პრობლემებზე, ჩვენ მურმან მარგველაშვილს ვესაუბრეთ.მურმან მარგველაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და WEG World Experience for Georgia-ს დირექტორია. ...

Read More »