Tag Archives: #ენერგეტიკა

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

“ელგრინი” ელექტროენერგიის იმპორტის 2021 წლის აპრილის ფასებს ასაჯაროვებს

ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა“ 2021 წლის აპრილში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა. როგორც კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ განაგრძობს 2021 წლის იანვრიდან დაწყებულ პრაქტიკას და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და ტარიფებს ყოველთვიურად აქვეყნებს. 2021 წლის აპრილში საქართველოში  ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 259.6 მილიონი კილოვატ/საათი. აქედან, 173.4 მილიონი კილოვატ/საათი -რუსეთიდან, 36.2 მილიონი კილოვატ/საათი- აზერბაიჯანიდან, ხოლო 50.1 მილიონი კილოვატ/საათი- ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა შეკრება დილის 05:00 საათიდან დაიწყეს. გუშინ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დილიდან შეკრებილიყვნენ, რათა კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკისა და მომუშავე პერსონალისთვის რიონის ხეობაში გადაადგილების საშუალება არ მიეცათ. „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელ გუმათში სამშენებლო ტექნიკა და მუშები არ გამოჩენილან.

Read More »

“საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების სამეთვალყურეო საბჭო „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფინანსურად ძლიერ და მდგრად ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დაეხმარება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა. სახელმწიფო საწარმოს ახალი საბჭო საქართველოში სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში აირჩა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: იორგ მათიესი, თეონა მაკალათია, ეკატერინე შავგულიძე, ზურაბ ბექაია და ლეონტინა გალდავა. საბჭოში მათი საქმიანობის ვადად სამი წელი განისაზღვრა. შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა“ პირველი სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოა, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარა. მისი თქმით, ...

Read More »

ჰესი და ქართული საზოგადოება

იმის მიუხედავად, რომ ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი, რომ მათი აქცია შეიძლება სასარგებლო სოციალურ და პოლიტიკურ გამოცდილებად გარდაიქმნას. ვერ ვამტკიცებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე ვისწავლეთ თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, ბევრმა ადამიანმა თავს რაღაც შეკითხვები ცოტა სხვანაირად დაუსვა და რაღაცას სხვა თვალით შეხედა.  აშენდეს თუ არა ჰესები? ერთ შედეგს იმაში ვხედავ, რომ განათლებულ საზოგადოებაში რამდენადმე ნაკლებ ...

Read More »

“ერთი გაღუნული მავთული გვაქვს, რომელზეც ჩვენი ენერგოსისტემაა ჩამოკიდებული – თუ ჰესები არ აშენდა, იძულებული გავხდებით, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი არ წყდება. მაშინ როდესაც ჰესების მშენებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს, როგორია ჩვენი ქვეყნის ენერგოპოლიტიკა და ენერგოსტრატეგია. საით მივდივართ და რა ძირითადი გათვლებია. როგორ ვიქნებით ხვალ ჰესების გარეშე. რა არის ძირითადი დასაყრდენი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე. ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრობს. „მოდით, ნუ ვიტყვით გადაჭრით, რომ ქვეყანაში ...

Read More »

Lamborghini მოდელების ელექტროფიკაციისთვის 1.5 მილიარდ ევროს დახარჯავს

Lamborghini სუპერ ავტომობილების უახლესი მწარმოებელია, რომელიც V-12 წვის ძრავას ელექტრო ძრავით შეცვლის. Volkswagen-ის იტალიურმა ბრენდმა გამოაცხადა, რომ 2024 წლისთვის ის თითოეული მოდელის ჰიბრიდული დანამატის ვერსიებს შესთავაზებს მომხმარებელს, მათ შორის ყველაზე გაყიდვადი Urus SUV-ის და Aventador-ის მოდელებს. Lamborghini ასევე აწარმოებს თავის პირველ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ აკუმულატორზე იმუშავებს. კომპანია ამ გეგას, აღმასრულებელი დირექტორის სტეფან ვინკელმანის თქმით, 2025 წლიდან განახორციელებს. ბრენდი ამ მიზნისთვის ...

Read More »

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

„ახალგაზრდა ფინანისისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ სსე-ს („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) ესკოს („ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“) და სენბის („საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“) მიმართა და სთხოვა ორგანიზაციას მიაწოდონ მათი ხედვები, თუ რა მიზეზების გამო გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება და დარწმუნებულები არიან, თუ არა, რომ ბირჟა ხელახლა დათქმული ვადის, ანუ 6 თვის შემდგომ მაინც ამოქმედდება. შეგახსენებთ, სსე და ესკო „ენერგეტიკული ბირჟის“ თანაბარწილოვანი დამფუძნებლები არიან. აფბას ...

Read More »

ტრამპი: მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, თუ რა კარგი იყო ჩემი პრეზიდენტობა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკვე აღარაა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. „სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ საწვავის ფასები გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ბენზინის ერთი გალონი 2 დოლარამდე ღირდა. როდესაც მრიცხველზე ფასების ზრდას დაინახავთ, გაიხსენეთ, როგორი კარგი სამუშაო განახორციელა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

რომელი ქვეყნებისგან და რა ფასად ყიდულობს ელექტროენერგიას საქართველო

Galt & Taggart-ი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 12.1 ტერავატი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 4.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ელექტროენერგიის შემცირება კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გატარებულ სოციოეკონომიკურ შეზღუდვებს უკავშირდება.  მოხმარების შემცირების ფონზე, 2020 წელს საქართველოს დადგმული სიმძლავრე 432 მეგავატით გაიზარდა და 4.5 გეგავატს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც ვერ ახერხებს ადგილობრივი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. 2020 წელს საქართველოში ...

Read More »

ენკას დირექტორი: ჩვენთვის მხარე არ არსებობს, ეს არის ყველას პროექტი

კომპანია ენკას დირექტორის მერაბ ლომინაძის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოებს მინიმუმამდე დაიყვანდნენ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. “ჩვენი მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ თუ ადგილი ექნებოდა პროვოკაციებს, ამ პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მინიმუმამდე დავიყვანდით მუშაობას და ასეც მოვიქეცით. ეს იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ დღეს ჩვენმა ტექნიკამ ხეობაში პრაქტიკულად არ იმოძრავა. სანამ არ მოხდება სიტუაციის განმუხტვა, ვეცდებით სამუშაოების ...

Read More »