Tag Archives: #გარემო

გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ შვედეთის პორტში რუსული ბუნებრივი აირით დატვირთული გემი არ შეუშვა

შვედეთის ერთ-ერთ პორტში გარემოსდამცველი ორგანიზაციის „გრინპისის“ აქტივისტებმა სატვირთო ტანკერს, სახელწოდებით „ქორალ ენერჯის“ არ მისცეს პორტში შესვლისა და ბუნებრივი აირის გადმოტვირთვის საშუალება. აქტივისტებმა ტერმინალზე გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ  შვედეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს პუტინის ომის დაფინანსება. ორგანიზაცია „გრინპისი“ მოუწოდებს შვედეთის მთავრობას,  დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკვე 6 თვეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მათთვის მიუღებელია, რომ შვედეთი კვლავინდებურად აგრძელებს ...

Read More »

პლასტმასით დაბინძურება 2060 წლისთვის 3-ჯერ გაიზრდება და 1 მლრდ ტონას გადააჭარბებს

ახალი ანგარიშის თანახმად, 2060 წლისთვის პლასტმასის დაბინძურებაა გასამმაგდება, მათგან უმეტესობა ნაგავსაყრელზე მოხვდება და მხოლოდ მეხუთედზე მეტი გადამუშავდება – ამის შესახებ ინფორმაციას dailysabah.com ავრცელებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების მიხედვით, წიაღისეულის საწვავზე დაფუძნებული პლასტმასის წლიური წარმოება 2060 წლისთვის 1,2 მილიარდ ტონას მიაღწევს, ხოლო ნარჩენები 1 მილიარდ ტონას გადააჭარბებს. 38 ერის ორგანიზაცია ანგარიშში წერს, რომ მოთხოვნის შემცირებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად აგრესიული ქმედებების ...

Read More »

ყაზახეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძრების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, არის ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროებაც

ყაზახეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ტყის ხანძრების გამო, 1000-მდე მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის არეალი ფართოვდება და რეგიონში მდებარე ნავთობის ბაზას უახლოვდება. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსს აღწევს. ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის განადგურებულია 3 000 ჰექტარი ტყის მასივი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა იური ილიინმა ხელისუფლება სოფელ ამანკარაგაის მახლობლად ნავთობის საცავში ხანძრის გავრცელების საშიშროების ...

Read More »

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ხანძარი კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, ქალაქ საკრამენტოსთან, 230 მილის დაშორებით მდებარე ტყეში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად უკვე დამწვარია ოთხი ათასი აკრის ოდენობის ტერიტორია. ამასთან, განადგურებულია დაახლოებით ასამდე საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობა. მაღალის ტემპერატურისა და ქარის გამო, ხანძრის მოცულობა სწრაფად იზრდება. მიმდებარე რეგიონებიდან უკვე განხორციელდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია, რომელთა შორის ...

Read More »

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს დარჩენილი კერების დამუშავება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც.

Read More »

შსს – ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. „დილიდან მუშაობა განაახლეს ...

Read More »

ბორჯომში ტყის ხანძარს უკვე მეშვიდე დღეა ებრძვიან

ზუსტად ერთი კვირაა ბორჯომის უნიკალურ ტყეებში ხანძარს ებრძვიან. სტიქიის მეშვიდე დღეს, 24-საათიან რეჟიმში, იქ ისევ ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძარი ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ისევ აგრესიულად უტევს. ფიჭვის, სოჭისა და ნაძვის წიწვოვან ტყეს, ახლა ცეცხლი უკვე ახალციხის მუნიციპალიტეტშიც უკიდია. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, წითელ ზონას ცეცხლის პერიმეტრი არ სცდება. ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად, ბორჯომ -ახალციხის გზაზე ცეცხლი 150 ჰექტარ ტყესაა მოდებული. მათ შორის არის ...

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

სათბურის აირების ემისია მცირდება

კლიმატის ცვლილება აქტუალობას არ კარგავს. ევროსტატმა, სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც მიმოხიულულია კლიმატის ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები. სათბურის გაზების (GHG) ემისია ადამიანების საქმიანობის შედეგია, რომელიც კლიმატის ანთროპოგენური ცვლილების მიზეზია. როგორც ცნობილია, ევროკავშირს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისთვის სათბურებით გამოწვეული აირების ემისია ნულოვან მაჩვენებელს უტოლდებოდეს. ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) მომზადებული და ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, რომ სათბურის აირების ემისია ...

Read More »

“სტრატეგიულ მილსადენებზეც ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს”

ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილია – აღნიშნულის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ხანძრის ქრობის სამუშაოების შესახებ ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. “ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. ...

Read More »

რაჭაში, სოფელ ძირაგეულის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განუცხადა. ადგილზე​ მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

Read More »