Tag Archives: #ენერგეტიკა

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს

ირანი ქვეყნის ბირთვული ობიექტების შესახებ ჩანაწერებს ატომურ სააგენტოს აღარ გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ გალიბაფმა განაცხადა. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიცემული ვადა, ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, რამდენიმე დღის წინ ამოიწურა და ირანი მას აღარ გაახანგრძლივებს. გალიბაფის განცხადებით, ირანი აღარ გეგმავს ჩანაწერების და ინფორმაციის სააგენტოსთვის გადაცემას. ირანმა საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო სააგენტოს დაშვება მიმდინარე წლის 23 თებერვალს შეაჩერა. საერთაშორისო სააგენტოს ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

“განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას ყურადღება დაეთმობა”

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას დიდ ყურადღებას დაუთმობს. “ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. დიდი ყურადღება დაეთმობა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალურ ათვისებას. ჩვენი მოლოდინით, მომდევნო ათ წელიწადში გენერაციის სიმძლავრე 7 000 მეგავატს გადააჭარბებს. ახალი სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი განახლებად ენერგიებზე მოვა. ელექტროენერგიის ევროპულ ბაზართან პირდაპირი წვდომის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შავი ...

Read More »

“ნამახვანჰესის” პროქტი განხორციელდება უკეთესი ფორმით

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ახლა მედიაციის პროცესია და ეს პროექტი აუცილებელია განხორციელდეს, მაგრამ ეს იქნება უკეთესი ფორმით. “ნამახვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით. მედიაციის პროცესს ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი უძღვება და გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა გარემოს ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნამახვანჰესის“ პროექტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ პირობები უნდა გადაიხედოს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე, არ დამიმალავს, რომ ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, თუნდაც 100 წელი და სხვა პირობები, რომლებიც იქ წერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა ინვესტორთან, დამფუძნებელთან და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. „ჩემი მოწვევით ...

Read More »

თეირანი ოპტიმისტურად არის განწყობილი ბირთვული ხელშეკრულების აღდგენასთან მიმართებაში

ირანის მიმავალი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, გადაჭრილია მთავარი საკითხები თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, საიმისოდ, რომ აღდგეს 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულება – თუმცა, გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რამდენიმე წინაღობა კვლავაც გადასალახი რჩება. ჰასანი ამ განცხადებით გამოვიდა 23 ივნისს, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, იმ ფონზე, როცა ირანის სხვა მაღალჩინოსნებმაც მიანიშნეს აპრილის შემდეგ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეულ პროგრესზე. როჰანის აპარატის ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ელგრინი 2021 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტს აჯამებს

ენერგეტიკული კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ აჯამებს 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და საზოგადოებას შეახსნებს, თუ რა ტარიფებით განხორციელდა ეს შესყიდვები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი  განხორციელდა. აქედან 104.3 მლნ კვტ/სთ ესკომ “ელ გრინთან” დადებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა  და ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: უქმეებზე – 3.9 ცენტი, ღამის საათებში ...

Read More »

საბერძნეთი და ეგვიპტე ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

საბერძნეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიც ენერგეტიკა და უსაფრთხოებაა. შეთანხმება ორშაბათს, 21 ივნისს, კაიროში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა სისის შორის შედგა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და საბერძნეთს, კვიპროსსა და ეგვიპტეს შორის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. მიცოტაკისმა ენერგეტიკისა და გარემოს შესახებ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე გააკეთა აქცენტი და მას უწოდა ნაბიჯი, რომელიც ამ ორი სახელმწიფოს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. ...

Read More »

სანდრო რაქვიაშვილი: იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები საჯარო უნდა გახდეს

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა „გირჩი TV”-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები საჯარო უნდა გახდეს. მისი თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები უნდა იყოს საჯარო, რადგან შეგვეძლოს ადეკვატურად შევადაროთ, რა უფრო მომგებიანია – დენის იმპორტი, თუ ადგილობრივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. „იმის დასადგენად, ესა თუ ის ენერგეტიკული პროექტი მომგებიანია, თუ არა, საჭიროა ვიცოდეთ, რა ღირს იმპორტირებული ელექტროენერგია. ჩვენ გვეუბნებიან, ...

Read More »

ფერი: ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შანსია

ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შესაძლებლობაა, მგონია, რომ რაჭველებს ამის გაგება არ უჭირთ, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანია სანებართვო პროცედურების მესამე, ბოლო ეტაპს გადის. “ონის მოსახლეობა მომხრეა რეგიონში ჰესი აშენდეს, პროტესტი კი რეალური ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ფიზიკურად სამუშაოები  იწყება. ჩვენი მხრივ ვცდილობთ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ პროექტის ...

Read More »

მედეგი, მრავალფეროვანი ენერგო ბაზრის განვითარების მიზნით USAID ახალ პროგრამას იწყებს საქართველოში

USAID-ის „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“  დაწყება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში  წინ გადადგმული მნიშნველოვანი ნაბიჯია. პროგრამას აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს Deloitte Consulting. პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება და ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რეფორმებს და კერძო  ინვესტიციების მოზიდვას, რასაც შედეგად  საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი ელექტრიენერგიის წარმოების ობიექტების შექმნა მოჰყვება. დაგეგმილი ღონისძიებები  USAID-ის სტრატეგიულ მიზნების ნაწილია, რომელიც   საქართველოს ოჯახებს ...

Read More »