Tag Archives: #ელექტროსისტემა

ENKA-მ სამუშაოები განაახლა

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნიამ ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს და საპროექტო ტერიროტიაზე იკრიბება. მობილიზებულია პოლიციაც. დღეს სოფელში ENKA-ს ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ლომინაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები განახლდებოდა. რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მისი თქმით, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.

Read More »

გიორგი კაპანაძე: ესკოსგან საბოლოო პასუხს 10 დღეში ველოდებით

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ კიდევ დაელოდება ესკოსგან მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებას, რაც 2016-2021 წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფებით  მოწოდებას შეეხება. ამასთანავე, დავაკვირდებით რა ფორმატით გაასაჯაროვებს იგი მარტში შეძენილი ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას. ამჯერად მაინც თუ მიაწვდის საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას და შემდეგ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ Pia.ge-ს განუცხადა.  გიორგი კაპანაძეს ესკოსთან მიმდინარე შეუთანხმებლობის თაობაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ...

Read More »

„ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობას გეგმავს

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენს“ ამბიციური გეგმები აქვს დასახული. ამ დროისთვის კომპანიას სურს, ჩინეთსა და აშშ-ში ელექტრომობილების სრული გაყიდვების 50%-ის, ხოლო ევროპაში ელექტრომობილების 70%-ის მწარმოებელი თავად გახდეს. ამჟამინდელი მდგომარეობით, ელექტრომობილების წარმოების გლობალური ლიდერი „ტესლაა“. გასული წლის მონაცემების მიხედვით, ელექტრომობილების საერთაშორისო ბაზრის 16%-იან წილს „ტესლა“ ფლობს, „ფოლკსვაგენი“ კი მხოლოდ 13 პროცენტს. ბაზრის წილებს შორის 3%-იანი სხვაობა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს, თუმცა „ტესლას“ უპირატესობის ...

Read More »

„ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ – გიორგი კაპანაძე

„ესკომ“ ერთგვარი აბსურდული ვითარება შექმნა, როცა გაასაიდუმლოა იმ სახის ინფორმაცია (საუბარია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი სახით გასაჯაროებაზე), რომლის გასაიდუმლოებაც მისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებლებს არ მოუთხოვიათ. ამით თავი გაუგებარ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო და პასუხგაუცემელი კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა“. – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა დ აბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსატ LIVE“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, აფბამ ესკოს ...

Read More »

Xiaomi ელექტრომობილების წარმოებაში 10 მილიარდ აშშ დოლარს ჩადებს

ელექტრონიკის ჩინური მწარმოებელი კომპანია Xiaomi Corp აპირებს ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას და უახლოესი 10 წლის განმავლობაში, 10 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს ამ სფეროში ოპერაციების განვითარებისთვის. Xiaomi-მ განაცხადა, რომ შექმნის დამოუკიდებელ განყოფილებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ელექტრომობილების წარმოებაზე. 10 მილიარდი იუანი (1.5 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება ახალი კომპანიის წამოწყებაზე, ხოლო მომავალში ინვესტიციები ამ ბიზნესში გაიზრდება. ჩინეთი არის ელექტრომობილების მსოფლიოში უდიდესი ბაზარი.

Read More »

ალტერნატიული ენერგორესურსებისა და შეშის მდგრად გამოყენებაზე შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) II სამუშაო ჯგუფის ,,ალტერნატიული ენერგო რესურსები და შეშის მდგრადი გამოყენება’’ გაფართოებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გარემოსდაცვითი პროგრამის „ეკოსერვი“ ხელმძღვანელი კრისტიან გონერი, CENN -ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ...

Read More »

WEG აქვეყნებს მონაცემებს, სადაც “ნამახვანჰესი” შედარებულია გენერაციის სხვა განახლებად ტექნოლოგიებთან

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” საკუთარ facebook გვერდზე აქვეყნებს მონაცემებს, სადაც “ნამახვანჰესი” შედარებულია გენერაციის სხვა განახლებად ტექნოლოგიებთან. პოსტში ნახსენებია, რომ მოყვანილი შეფასებები ეყრდნობა ნამახვანჰესის ცნობილ პარამეტრებს, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციებს, საერთაშორისო წყაროებსა და საკუთარ ანალიზს. “შედარება აჩვენებს რომ ენერგეტიკულად ნამახვანჰესი საქართველოს ენერგოსექტორის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან ერთერთი ყველაზე უფრო მომგებიანი მასშტაბური პროექტია. ამასთან, მიგვაჩნია, რომ პროექტის ფინანსური, იურიდიული, გარემოს და სოციალური საკითხები ცალკე, შესაბამისი ...

Read More »

“”ენკას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად არის დაცული, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე, ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები”

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” განცხადებას აქვეყნებს საკუთრ Facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “”ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმება რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ეს ასახულია არაერთი დარგის ექსპერტისა და მთავრობის განცხადებებში, ასევე იმ დეტალურ პასუხებში, რაც ეკონომიკის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კითხვებს გასცა. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი ენერგოპოლიტიკა“ კვლავ ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება ქვეყნის ...

Read More »

ბიტკოინის მაინერები თვითგანადგურებისკენ მიდიან

ბევრი კრიტიკა, რაც ბიტკოინის შესახებაა, გადაჭარბებულია თუმცა, კრიპტოვალუტის მიერ რესურსების, მაგალითად ენერგიის და ჩიპების, მზარდი  გამოყენება, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. თუ ბიტკოინს სურს, რომ მთავრობების რისხვა ასცდეს, საჭიროა ისეთი ტექნოლოგიებისკენ გადაინაცვლოს, რომელიც მისი ფასის შესანარჩუნებლად, მასობრივი რესურსის მუდმივ გამოყენებას არ მოითხოვს.ბიტკოინის კრიტიკაში პრობლემა ის არის, რომ აქამდე მას ბევრი არარეალისტური მიზეზის გამო აკრიტიკებდნენ. თავდაპირველ ენთუზიასტებს სჯეროდათ და ბევრს ისევ სჯერა, რომ კრიპტოვალუტა ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ე. წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას

ვსაუბრობთ, რომ ნენსკრა და ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

„მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის ნენსკრა. ხუდონზეც არის საუბარი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოს მონაწილეობით, სახელმწიფოსთან ერთად, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერი ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა. „დიდი და საშუალო ჰესების ...

Read More »