Tag Archives: #ელექტროენერგია

გიორგი ჩიქოვანი: ენერგოსისტემას მოუწევს ისეთი ახალი გამოწვევების გადალახვა, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრომობილი

ელექტროენერგეტიკა არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და საქართველოს მოსახლეობაზე. “ენერგონიუსი” დაუკავშირდა ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანს, იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების გადალახვა და ზოგადად როგორ ესახება მას ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება? ექსპერტის აზრით, ელექტროენერგეტიკის ინფრასტრუქტურის და შიდა გენერაციის წყაროების განვითარება არის ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა. საქართველოს ენერგოსისტემას მოუწევს არამხოლოდ იმ ...

Read More »

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები და არსებული გამოწვევები, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების მაჩვენებლები, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სადავო საკითხების გადაწყვეტის მაჩვენებლები, საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის შედეგები. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობაზე. „2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ...

Read More »

“აჭარისწყალი” დეზინფორმაციას პასუხობს: შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი მდგრადი და უსაფრთხო ნაგებობაა

შუახევი ჰესის დიდაჭარის კაშხალი წარმოადგენს მდგრად და უსაფრთხო ნაგებობას, რომელიც აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალი ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. კაშხლის რუტინული მონიტორინგი მიმდინარეობს კონკრეტული თანმიმდევრობით, შესაბამისი ტექნიკური გეგმის ფარგლებში. ,,ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჰესის კაშხლიდან წყალი ჟონავს, მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. როგორც დიდაჭარის კაშხლის, ასევე მსგავსი ტიპის ყველა ...

Read More »
ჰიდროელექტროსადგურ ”საგურამოჰესის” მშენებლობა დასრულდა

ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესებიდან საქართველო იმპორტში წლიურად $80 მლნ-ზე მეტს ზოგავს

ჰესების შესახებ დავაში ბოლო პერიოდში მცადრი მოსაზრება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ახალი ჰესები არ მუშაობს, მათ მხოლოდ გარემოს მიაყენეს ზიანი და ქვეყნის ენერგობალანსი არ გაუუმჯობესებიათ. რეალობა საპირისპიროა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პრობლემის მიუხედავად შუახევი ჰესიც მუშაობს, დარიალი ჰესიც და ლარსი ჰესიც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სეზონური ჰესი 2004 წელს ახმეტაში აშენდა, ხადორჰესში ჩინური ინვესტიცია ჩაიდო. მისი დადგმული სიმძლავრე 24 მეგვატია, 2020 წელს ჰესმა 108 ...

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: „ელ გრინის“ პირდაპირი ინტერესია, რომ საქართველოში ყველა ტიპის გენერაცია განვითარდეს

„გვესმის ხოლმე მოსაზრება, რომ რამდენადაც „ელ გრინი“ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორია, ამიტომ ადგილობრივი გენერაციის განვითარება ჩვენ ხელს არ გვაძლევს, რადგან  საჭირო აღარ იქნება ელექტროენერგიის იმპორტი და ჩვენი შემოსავალიც შემცირდება. ეს ძირშივე არასწორი მოსაზრებაა“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მან განმარტა, რომ „ელ გრინისთვის“, როგორც ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანიისთვის, საქართველოში იმპორტი არ არის საქმიანობის ...

Read More »
თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

თურქეთი ელენერგიის ექსპორტიორებისთვის მომხიბვლელი ბაზარი აღარ არის

თურქეთი აღარ არის ისეთი მომხიბვლელი ბაზარი, როგორც იყო 5 წლის წინ  – ელექტროენერგიის ექსპორტიორებს თურქეთში ელექტროენერგიის დაბალი ტარიფები ხვდებათ. „ნამდვილად შემცირებულია ექსპორტი თურქეთში, თუმცა, როდესაც საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიაა, სადმე უნდა მოხდეს მისი გატანა, ამიტომ ზოგიერთ ექსპორტიორს უღირს რომ გაიტანოს თურქეთში. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდა სომხეთი, როგორც საექსპორტო მიმართულება და აქ  უფრო მაღალ ტარიფს იღებენ ქართველი ექსპორტიორები, გარკვეულ პერიოდებში, ვიდრე თურქეთში“, – ...

Read More »

თეა წულუკიანი – ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია

ვისურვებდი, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა, რომელიც აბსოლუტურად კონსტრუქციულია, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული. „ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც მორატორიუმის ფორმით გამოიხატა. ...

Read More »

აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია თურქეთსა და რუსეთიდან იმპორტირებულზე იაფია

Galt & Taggart-ი საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2020 წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია თურქეთსა და რუსეთიდან იმპორტირებულზე იაფი იყო. Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, გარიგების ფასები , 2020 წლის განმავლობაში,  იმპორტიორი ქვეყნების ჭრილში შემდეგნაირად განისაზღვრა: აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ფასი 4.2 ცენტამდე შემცირდა, თურქულის ფასი – 4.3-4.5 ცენტის ფარგლებში მერყეობდა, რუსული ელექტროენერგია კი ყველაზე ძვირი, 4.5-5.3 ცენტი ...

Read More »
ელექტროენერგეტიკული ქსელის განვითარებაში 140 მილიონი დოლარი დაიხარჯება

რატომ გაუძვირდა საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი – “გალტ ენდ თაგარტის” განმარტება

I კვარტალში საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის კლების შემდეგ, აპრილში ელექტროენერგიის იმპორტის ფასი ისევ გაიზარდა. „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით,  2021 წლის პირველ კვარტალში  აზერბაიჯანიდან 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის შეძენის საშუალო ფასი 4.4 ცენტი იყო. ენგურჰესის გაჩერების გამო, მკვეთრად დაბალი ტარიფით ხდებოდა რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, რაც იმპორტის საშუალო ტარიფებზეც აისახა და სტატისტიკაში დამახინჯებული სურათი მოგვცა. „მთავარი ფაქტორი რაც წევს დაბლა ელექტროენერგიის ...

Read More »