Tag Archives: #განახლებადი

განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

განახლებადი ენერგოწყაროების განვითარება – ინვესტორთა საბჭომ ახალ მიდგომებზე იმსჯელა

ინვესტორთა საბჭოს წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი ქვეყნის ყველა რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს სხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობასა და ამ პროცესში ახალი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე. “ინვესტორთა საბჭოს წევრმა ბიზნესასოციაციებმა და ...

Read More »

განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის

თიბისისა და განახლებადი ენერგიიის კომპანია ენოვუსის თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩატარდა კონფერენცია „განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქართული ბიზნესისთვის“. კონფერენცია გაიმართა 2 ივნისს თიბისი კონცეპტის სივრცეში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის, კერძოდ, მზის, წყლისა და ქარის ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების გაზრდის მხარდაჭერას. ფორუმში მონაწილება მიიღეს თიბისის, კომპანია ენოვუსის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ...

Read More »
არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

ჩინეთმა სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად მზის ენერგიაში ინვესტიციები გაასამმაგა

ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის ენერგიაში ჩინეთის ინვესტიციები იანვრიდან აპრილის პერიოდში 29 მილიარდ იენამდე ($4.3 მილიარდი) გაიზარდა, რაც დაახლოებით 204%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შედარებისთვის, გასული წლის პირველ 11 თვეში, მის ენერგიაში განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ 51.3 მილიარდი იენი შეადინა. ჩინეთი, რომელიც უკვე ფლობს მსოფლიოში განახლებადი ენერგიის უდიდეს ფლოტს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწრაფად ზრდის მზისა და ქარის პროექტებში ჩადებული ...

Read More »
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

შვედეთი დეფიციტის შესავსებად მზის ენერგიაზე გადადის

შვედეთში, რომელიც ცნობილია გრძელი, ბნელი ზამთრით, მზის ენერგიის ბუმია. მზის ენერგიის გამოყენება ყველაზე სწრაფი გზაა სამხრეთ შვედეთში ორი დახურული ბირთვული რეაქტორის გაუქმების შედეგად შექმნილი დეფიციტის შესავსებად. რეგიონში მომხმარებლები ცდილობენ მიიღონ მწვანე ენერგია სტაბილურ ფასებში. მზის ენერგია სწრაფად ეწევა ქარს, რადგან დეველოპერები ამონტაჟებენ პანელებს სახურავებზე და დასახლებულ ადგილებში არასაკმარისად ათვისებულ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მზის ნაკლებობა შემაფერხებელი ფაქტორია, ყოველი ახალი ელექტროენერგიის ...

Read More »

უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა 9-მდე გაიზრდება

უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოკომპანია (უკრაინის სახელმწიფო საწარმო) Energoatom-ის პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა და ამერიკულმა კომპანიამ, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში წამყვანი მიმწოდებლის Westinghouse Electric Company-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ფრაგმანმა კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, უკრაინაში, ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა  AP1000 ტექნოლოგიის გამოყენებით, 5-დან 9-მდე გაიზრდება. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იქნება ახალი თაობის რეაქტორები უკეთესი წარმადობითა და მანევრირების რეჟიმში ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

ჩინეთმა მზის ენერგიაში ინვესტიციები გაასამმაგა

ჩინეთმა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მზის ენერგიის პროექტებში ინვესტიციები გაასამმაგა. გადაწყვეტილებამ ქვეყნის სუფთა ენერგიის სიმძლავრე რეკორდულად გაზარდა. იანვრიდან აპრილამდე პერიოდში ქვეყანამ მზის ენერგიაში $4.3 მილიარდის ინვესტიცია ჩადო, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 204%-ით მეტია. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა განახლებადი ენერგიის სიმძლავრეებით, მზისა და ქარის ენერგიის პროექტებში ინვესტიციებს უსწრაფესად ზრდის. ქვეყნის მიზანია შექმნას უფრო დიდი და მოქნილი ქსელი, რათა ...

Read More »
Headwall Power-თან მთავრობა მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლაზე ხელშეკრულებას გააფორმებს

ახალი სახის „მზის“ პანელები ენერგიას ღამით გამოიმუშავებს

მზის პანელების ტრადიციული ტექნოლოგია ძაბვის მისაღებად მზის სინათლეს იყენებს. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ზოგიერთ მასალას ამის საპირისპირო შეუძლია — უკან, ენერგიის წარმოქმნა სითბოს უკან გაცემის მეშვეობით, ღამის ცივი ცისკენ. ავსტრალიელ ინჟინერთა ჯგუფმა ეს თეორია მოქმედებაში წარმოადგინა, რისთვისაც გამოიყენა ტექნოლოგია, რომელიც ენერგიის გამოსამუშავებლად ღამის ხედვის სათვალეებში გვხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ პროტოტიპმა მოწყობილობამ მხოლოდ მცირე ოდენობით ენერგია წარმოქმნა და სავარაუდოდ, განახლებადი ...

Read More »
ალტერნატიული ენერგიის უარყოფითი მხარეები

$200 მლნ-ის ინვესტიცია განახლებად ენერგიაში – რა პროექტები განხორციელდება საქართველოში

მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროექტი მოიწონეს. საუბარია ჯამურად 150 მგვტ. სიმძლავრის ქარის, ჰიდრო და მზის პროექტებზე. მათ შორის ქარის – 110 მგვტ-ია, მზის 20 მგვტ, დანარჩენი ჰიდროელექტროსადგურებია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, განხორციელდება 200 მლნ დოლარის ინვესტიცია. მისი თქმით, პროექტების განსახორციელებლად შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა გორის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქსანი, ასპინძა. განხორციელდება როგორც ადგილობრივი, ისე ...

Read More »
საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

GEORGIA CAPITAL-ი განახლებად ენერგიებში $36 მლნ-ის ინვესტიციას განახორციელებს

Georgia Capital-ი განახლებად ენერგიებში $36 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც GCAP-ის 2021 წლის ანგარიშიდან ირკვევა, ამ $1.1 მილიონი 2021 წელს უკვე გამოიყო მოლსადენებისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტის განვითარებისთვის. მომდევნო ორ-სამ წელში კი თბილისსა და კასპში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა განხორციელდება. “გლობალური მასშტაბით კოვიდ პანდემიამ სხვადასხვა სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ამ ფონზე კი განახლებადი ენერგიები მსგავსი კრიზისის მიმართ განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩეოდნენ. წიაღისეული ენერგიის ...

Read More »

კიევმა გაეროს ატომურ სააგენტოს აცნობა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავისი ექსპერტები მიავლინა

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ კიევმა მას აცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ატომური ენერგეტიკის სპეციალისტები მიავლინა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაპოროჟიის ელექტროსადგურზე სამეთვალყურეოდ. ატომურ სადგურს, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჯერ კიდევ მართავს უკრაინული პერსონალი. ამის ფონზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთისა და უკრაინის ჯარებს შორის. ზაპოროჟიის ატომური სადგური გაეროს ატომური სააგენტოს შეშფოთების ობიექტად რჩება. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ მარიანო გროსიმ 29 აპრილს ...

Read More »