Tag Archives: #გაზსადენი

დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

გერმანიის გაზმომარაგება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა ვითარება დაძაბულია

გერმანიის გაზმომარაგება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა ვითარება დაძაბულია და არ არის გამორიცხული, მომავალში მდგომარეობის გაუარესება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკულმა მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ევროკავშირს „ჩრდილოეთ ნაკადი1-ით“ გაზის მიწოდების შეწყვეტა გაუხანგრძლივა. რუსეთს ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა განეახლებინა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზის მიწოდება ვერ აღდგებოდა და ამის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. „რუსული მხარის მიერ ...

Read More »

ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა

Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა. დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა  €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია. ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა.

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

Gascade ააგებს პირველ მილსადენს, რომელიც თხევად გაზს გერმანულ გაზის ქსელთან დააკავშირებს

გერმანიის მილსადენების ოპერატორმა Gascade-მა სამშაბათს განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს პირველი მილსადენის აგებას, რომელიც დააკავშირებს გათხევადებულ ბუნებრივ აირს გერმანულ ქსელთან. Gascade-ის თანახმად, მილსადენი, რომლის სიგრძე რამდენიმე ასეული მეტრი იქნება, დააკავშირებს მცურავ საცავებს სადგურთან, რომელიც მდებარეობს ქალაქ ლუბმინთან ახლოს. მილსადენის მშენებლობა, რომლის მიწოდების სიმძლავრე დაახლოებით 6 გიგავატი იქნება საათში, უნდა დასრულდეს 2022 წლის ბოლომდე, განაცხადა Gascade-მა.

Read More »

აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, ქვეყანა გეგმავს ტრანსანატოლიური გაზსადენის – TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რომლითაც თურქეთის გავლით ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება, შედეგად, ევროპა გაორმაგებულ აირს მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას – პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკური ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის გამშვები შესაძლებლობა შეადგენს 16 მილიარდ ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს. კომპანიაში განაცხადეს, რომ „პორტოვაიას“ საკომპრესორო სადგურის Trent 60-ის აგრეგატზე ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე გაზის ტრანსპორტირება მთლიანად შეჩერებულია მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება შენიშვნები აღჭურვილობის მუშაობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნეს კომპანიაში.

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სიონის გგს-ში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 2 სექტემბერს სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 2 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა სიონსა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არშას, გარბანსა და ფანშეტს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დოაში კატარის ემირთან, შეიხ ტამიომ ბენ ჰამადომ ალ ტანისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა, კატარსა და ევროპას შორის, ბუნებრივი გაზის იმპორტისთვის, სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის საიმედო პარტნიორი, სტაბილურობის საყრდენი რეგიონში. მან კატარის ემირს აცნობა, რომ 20 აგვისტოს ქვეყანა ევროკავშირის მიერ საბერძნეთის ეკონომიკის გაძლიერებული ზედამხედველობის რეჟიმიდან გამოვია, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალ თავს ხსნის და ...

Read More »

ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა

კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში. „რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ, ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ. „ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა (რუსეთის პრეზიდენტის) ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქოთელია-ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 25 აგვისტოს „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის 17-ე კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 25 აგვისტოს 06:00დან 24:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ალასტანის, ხიზაბავრას, ასპინძისა და დამალას გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება დაბა ასპინძასა და ასპინძის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ხიზაბავრა, სარო, დამალა და ოშორა. ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ალასტანი, კოკიო, ...

Read More »

„გაზპრომი“ ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს

კომპანია „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ბუნებრივი აირის გადასაქაჩ აგრეგატ Trent 60- ზე ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია აღნიშნული, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.

Read More »