Tag Archives: #მზის

ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

საქართველოში განახლებადი ენერგიების 596 სადგურია, 98% მზის ენერგოსადგურს წარმოადგენს

დღეისათვის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული განახლებადი ენერგიებიდან ქსელს 32 423 კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება, საიდანაც თელასის ქსელში მიწოდება 12 911 კვტ/სთ-ია, ხოლო ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში 19 512 კვტ/სთ. მთლიანობაში თელასის ქსელში, ამ დროისათვის, ჩართულია განახლებადი ენერგიების 200 სუბიექტი, საიდანაც 199 სუბიექტი არის მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური. ხოლო ენერგო პრო ჯორჯიაა ქსელში ჩართულია 396 ობიექტი, საიდანაც მზის სადგურია ...

Read More »

შეიქმნა სისტემა, რომელიც მზის ენერგიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ინახავს

შვედეთის „ჩალმერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მზის ენერგიას თხევადი სახით თვრამეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავს. შანხაის „ძიაო ტონგის უნივერსიტეტთან“ (SJTU) თანამშრომლობით, მოწყობილობა, თერმოელექტრული გენერატორის გამოყენებით, უკვე შემოწმდა და დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნისამებრ გამომუშავება შეუძლია. „მზის მოლეკულური თერმული სისტემის“ (MOST) ტექნოლოგიაზე „ჩალმერის“ გუნდი ათი წელი მუშაობდა. როგორც უნივერსიტეტის მკვლევრები აცხადებენ, MOST-ი შესაძლოა, ძალიან მალე დაბალი სიმძლავრის ელექტრომოწყობილობების ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი ფლორიდაში, პრაქტიკულად, უვნებელია ქარიშხალი იანის შემდეგ

ქარიშხალმა იანმა სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში მასიური ნგრევა გამოიწვია, შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მრავალი მათგანი ელექტრომომარაგების გარეშე დატოვა. თუმცა ნგრევის შუაგულში, მზის ენერგიაზე მომუშავე პატარა დასახლება, მიუხედავად მისი მდებარეობისა, პრაქტიკულად, უვნებლად გადარჩა. ბებქოქის რანჩო მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქია, სადაც დაახლოებით 2000 სახლი და 700 000-ზე მეტი მზის პანელი დგას. ბებქოქის თითქმის ყოველი შენობა ენერგოეფექტურობასა და ცუდ ამინდთან გამკლავებაზეა გათვლილი. საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

კატარმა მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების განათებას უზრუნველყოფს

ბუნებრივი აირით მდიდარმა კატარმა, ქვეყნისთვის მზის პირველი ელექტროსადგური წარადგინა. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ინფორმაციით, უდაბნოში არსებული მზის ელექტროსადგური ჩემპიონატის მატჩებისთვის განკუთვნილ სტადიონებს სუფთა ენერგიით უზრუნველყოფს. დედაქალაქ დოჰას დასავლეთით მდებარე მზის ელექტროსადგური, კატარის ენერგეტიკის მინისტრისა და QatarEnergy-ის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია. ელექტროსადგური საფრანგეთის TotalEnergies-ისა და იაპონიის Marubeni-ის პარტნიორობით 2016 წელს აშენდა, რაც კატარის ინიციატივის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას – ...

Read More »
აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ. ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას. პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის. ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური 2030 წლისთვის 5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს

დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის საკითხების მმართველი ორგანოს (DEWA) განცხადებით, მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგურის მეშვეობით 2030 წლისთვის 5 გიგავატი ენერგიის გამომუშავება იგეგმება. Mohammed Bin Rashid Al Maktoum Solar Park-ის სახელწოდებით ცნობილი პროექტი დუბაიში, სეიჰ ალ-დაჰალში ხორციელდება. პროექტი „დუბაის 2050 წლის სუფთა ენერგიის სტრატეგიისა“ და „დუბაის წმინდა ნულოვანი ნახშირბადის ემისიების სტრატეგიის“ ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2050 წლისთვის, დუბაი ენერგიის 100%-ის ...

Read More »
არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

ესპანეთში, ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ  ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო. ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე – მზის პანელებზე აკეთებს. Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს. მოსალოდნელია, რომ მზის ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

მალე საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური ამუშავდება

კომპანია “გრინ ენერჯი” უახლოეს მომავალში 1.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ექსპლუატაციაში მიიღებს. სადგურს კომპანია კასპის მუნიციპალიტეტში აშენებს. 2000-მდე მზის პანელი, რომელიც 1.6 ჰექტარ ტერიტორიაზეა დამონტაჟდებული, წლიურად 1 400 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პანელების ნაწილის დამონტაჟება უკვე დასრულებულია და სადგური ამჟამად 500 კვტ სიმძლავრის დატვირთვით ოპერირებს. პროექტის ღირებულება $610 000-ია. გამომუშავებული განახლებადი ელექტროენერგიით პლასტიკის და ენერგოეფექტური კერამიკული აგურის საწარმოები მარაგდება. “გრინ ენერჯი” კერძო ...

Read More »

ბაიდენმა მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა თავდაცვის წარმოების აქტი, რათა ხელი შეუწყოს აშშ-ში მზის და რამდენიმე სხვა სახის სუფთა ენერგიის წარმოებას, ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი ზომების მიღება დაავალა, რათა მზის ენერგიის მწარმოებლებისთვის პროდუქციის მიწოდება გაზარდოს. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით მოიხსნება. პრეზიდენტის განცხადებით, მზის ენერგიის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგია ასევე ...

Read More »
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

შვედეთი დეფიციტის შესავსებად მზის ენერგიაზე გადადის

შვედეთში, რომელიც ცნობილია გრძელი, ბნელი ზამთრით, მზის ენერგიის ბუმია. მზის ენერგიის გამოყენება ყველაზე სწრაფი გზაა სამხრეთ შვედეთში ორი დახურული ბირთვული რეაქტორის გაუქმების შედეგად შექმნილი დეფიციტის შესავსებად. რეგიონში მომხმარებლები ცდილობენ მიიღონ მწვანე ენერგია სტაბილურ ფასებში. მზის ენერგია სწრაფად ეწევა ქარს, რადგან დეველოპერები ამონტაჟებენ პანელებს სახურავებზე და დასახლებულ ადგილებში არასაკმარისად ათვისებულ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მზის ნაკლებობა შემაფერხებელი ფაქტორია, ყოველი ახალი ელექტროენერგიის ...

Read More »