Tag Archives: #ნავთობრესურსები

ნავთობკომპანიების მოთხოვნა აქციზის განახევრებაზე ბიუჯეტს 276 მლნ ლარით შეამცირებს

საქართველოში საწვავის ფასი ყოველკვირეულად იზრდება და მან უკვე გაასწრო პანდემიამდელ მაჩვენებელს. საერთაშორისო ფასი 2020 წლის იანვრის დასაწყისის ანალოგიურია – ბარელზე $68 ღირს, მაგრამ 14 თვის წინ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.87 იყო, ახლა კი 15.6%-ით მეტი – 3.32. უახლოესი პერიოდის პროგნოზი არადამაიმედებელია. ამ ფონზე, ნავთობკომპანიების მხრიდან, აქციზის საფასურის განახევრების ინიციატივა კვლავ აქტუალური გახდა. 18 მარტის მდგომარეობით, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ...

Read More »

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. მათივე განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. “პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს?

ეკონომისტები და საინვესტიციო ბანკირები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მალე ნავთობისა და სხვა ნედლეულის მაღალი ფასების ახალი „სუპერციკლი“ დაიწყოს. საინვესტიციო ბანკირების პროგნოზით, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა ეკონომისტების განმარტებით, „სუპერციკლი“, თუ ის საერთოდ დაიწყება, იქნება ხანმოკლე და ამავდროულად, უკანასკნელიც. რატომ იზრდება ნავთობის ფასი? ამის მთავარი მიზეზი კორონავირუსის კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენაა. პანდემია ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ...

Read More »

2021 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ 741 ათას ბარელს მიაღწია

2021 წლის თებერვლის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიური მოპოვებამ  (კონდენსატთან ერთად) 741 ათასი ბარელი შეადგინა.  ამის შესახებ განაცხადეს აზრბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, აქედან 593 ათასი  ბარელი იყო ნედლი ნავთობი, ხოლო 148 ათასი ბარელი  კონდენსატი. აღსანიშნავია, რომ „OPEC +“-ის ქვეყნების მიერ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების  შემცირება აპრილის თვეში 6,9 მილიონი ბარელი იქნება.

Read More »

ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

2021 წლის 17  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.00 (-  0,39) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64.60 (- 0,20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა

ნავთობის ფასი შემცირდა

2021 წლის 15 მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.88 (-  0,34) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65,39 (- 0,22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

2021 წლის ბოლოსთვის ლიბია გეგმავს ნავთობის მოპოვების გაზრდას

ლიბია გეგმავს 2021 წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების გაზრდას 1.4 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში. ამის შესახებ ქვეყნის ნავთობის ეროვნული კორპორაციის ხელმძღვანელმა, მუსტაფა სანალამა განაცხადა. თებერვლის თვის OPEC– ის ანგარიშის თანახმად, იანვარში ლიბიაში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 1,164 მილიონი ბარელი დღე/ღამეში, რაც 4,2% –ით ნაკლებია, ვიდრე დეკემბერის თვეში. საშუალოდ, 2020 წელს, დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 368 ათასი ბარელი დღე/ღამეში, 2019 წელს – ...

Read More »

OMV Petrom – რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს

საქართველოში ნავთობის მოპოვებას კომპანია OMV Petrom-ი იწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი 2021 წლის 10 მარტს მოეწერა. „OMV Petrom“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი კომპანია ავსტრიული „OMV Group“-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს

ნავთობზე ფასის ბოლოდროინდელმა ზრდამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ როგორ შეიძლება ენერგიაზე ფასის ზრდამ გლობალური ეკონომიკის აღდგენა შეაფერხოს და ინფლაციის შიში გააღვივოს. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წელს მსხვილმა ექსპორტიორებმა  მიწოდება კოორდინირებულად შეზღუდეს და ფასები 30% –ზე მეტით გაზარდა, ხოლო მსოფლიო Covid-19-ით გამოწვეული მოთხოვნის კრიზისიდან გამოდის, საუდის არაბეთის საკვანძო საექსპორტო ობიექტზე სარაკეტო შეტევამ Brent– ის ტიპის ნავთობზე ფასი $70-მდე გაზარდა.  მიუხედავად იმისა, ...

Read More »

მსოფლიოში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინეს

კომპანია Vår Energi-მ ნორვეგიაში, ბარენცის ზღვის შელფში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა. ამის შესახებ Eni წერს. წინასწარი მონაცემებით, მარაგების მოცულობა 65-დან 100 მილიონამდე ბარელია. Vår Energi-ს 25 საბადოზე ნავთობისა და გაზის მოპოვების 140-ზე მეტი ლიცენზია აქვს. ამ დროისთვის კომპანია დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს.

Read More »