Tag Archives: #ენერგეტიკა

მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 6.5 მილიონ ევროს მიიღებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმებას და საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო) საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ პროექტის განხორციელების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის 6.5 ...

Read More »

ფინეთმა რუსეთთან ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი გაწყვიტა

ფინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Fennovoima-მ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსატომთან” ფინეთში ატომური სადგურის მშენებლობაზე კონტრაქტი შეაჩერა. ფინელების თანახმად, “როსატომის” მხრიდან ვადის გადაცილებამ პროექტის შესრულება შეუძლებელი გახადა, ამას უკრაინაში დაწყებული ომიც დაემატა, რამაც რისკები კიდევ უფრო გაზარდა. Fennovoima-მ “როსატომის” შვილობილ კომპანია RAOS-სთან პროექტის აშენების შესახებ კონტრაქტს 2013 წელს მოაწერა ხელი. Hanhikivi 1 ფინეთის რიგით მესამე ატომური ელექტროსადგური იქნებოდა, 1970-იანი წლების შემდეგ კი – ...

Read More »

ენერგოეფექტურობის შესახებ EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანია იწყება

EU4Energy და EUNeighbours East-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ენერგოეფექტურობის თემაზე მომზადებული კომიქსების წიგნი მომზადდა. წიგნის სახელწოდებაა „ნათურა“ და განკუთვნილია სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. კომიქსების წიგნის მიზანია ახალგაზრდა თაობამ უკეთ გაიაზროს ენერგიის ეფექტურობის და ენერგიის დაზოგვის ხერხების მნიშვნელობა და გააცნობიეროს ენერგიის დანაკარგების უარყოფითი გავლენა ბუნებასა და გარემოზე. კომიქსების წიგნი საჩუქრად გადაეცა ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლას. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს ენერგოეფექტურობის შესახებ ესაუბრა  საქართველოს ...

Read More »

Tesla-ს სისტემები ბოროდიანკას და ირპენის საავადმყოფოებს დენით მოამარაგებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განადგურებული ირპენის და ბოროდიანკას საავადმყოფოები Tesla Powerwall-ის მზის ბატარეებით აღიჭურვება. ამგვარად ამ დაწესებულებებისთვის გარანტირებული იქნება მუდმივი ელექტრომომარაგება მისი ცენტრალური გათიშვის შემთხვევაშიც კი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი ავრცელებს. ომის დაწყებიდან მალევე Tesla-ს მფლობელმა, ილონ მასკმა უკრაინასთან სატელიტური ინტერნეტის Starlink-ს 1 000 ტერმინალი გადასცა. Starlink მილიარდერის კიდევ ერთი პროექტის SpaceX-ის ფარგლებში შემოშავებული კონცეფციაა.

Read More »

მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 19,4%-ით, ხოლო გამომუშავება 62,8%-ით გაიზარდა

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება და წარმოება იზრდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის მარტში ქვეყანამ მთლიანად 1 473.744 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,4%-ით მეტია, შარშან მარტში მოხმარებამ 1 234.398 მლნ კვტ-სთ შეადგინა. ამასთან, გაიზარდა ელექტროენერგიის გენერაციაც. კერძოდ, თუ 2021 წლის მარტში საქართველოში სულ გამომუშავებული იქნა 661.334 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ ...

Read More »

ჯენ ფსაკი – პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის

პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდებას იარაღად ქმნის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ნაბიჯი, ენერგორესურების ფაქტობრივად იარაღად გარდაქმნა ნავარაუდევი იყო. სწორედ ამიტომ ჩვენ ევროპასთან კავშირზე ვართ. მათ შორის გასული 24 საათის განმავლობაში პოლონეთისა და ბულგარეთის ლიდერებთან. ჩვენ უკვე გარკვეული დროა, თვეებია, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაცია განვახორციელოთ“,- განაცხადა ფსაკიმ.

Read More »

“სანქცია, რომლებიც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და მინიმალურად – ევროკავშირისთვის – რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე გადასახადის დაწესებაა”

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროპის ლიდერები ყველანაირად ცდილობენ შეიმუშაონ „ჭკვიანი სანქციები“, რომლებიც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და მინიმალურად – ევროკავშირისთვის. რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე გადასახადის დაწესება კარგი ვარიანტია. ავტორი: დანიელ გროსი – ევროპული ანალიტიკური ცენტრის CEPS-ის ექსპერტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას, მათ შორის სამოქალაქო ზონებს, ბომბავს. ამ ფონზე კი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, უნდა ...

Read More »

ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში, ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ენერგოქალაქების ფორუმში იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმს, მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ასობით ქალაქის წარმომადგენელი ესწრება, საქართველოს კი მხოლოდ რუსთავი წარმოადგენს. “ ჩვენი ქალაქისთვის გამოვიყენებთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა ახალი პროექტებით შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც ყველას გვაერთიანებს. რუსთავისთვის ეკოლოგია მთავარ გამოწვევად რჩება, ენერგოქალაქების ქსელი არის შესაძლებლობა, გავიზიაროთ ...

Read More »

ბერბოკი: თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს

თუ ჩვენ რუსული წიაღისეულის იმპორტზე ბოლომდე უარის თქმა გვსურს, ეს ნაბიჯი სამუდამო უნდა იყოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან პარასკევს ვილნიუსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბურბოკმა გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გერმანიამ რუსეთის ენერგეტიკული რესურსების შესყიდვაზე უარის თქმის მზადყოფნა გამოთქვა. „უკვე მომზადებულია ეტაპობრივი გეგმა რუსული ნახშირის შეძენაზე უარის თქმის შესახებ. არსებობს ...

Read More »

ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ

საქართველოში ვიზიტისას, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებასაც განიხილავს. 20 აპრილს, პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოსმენამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის ნაწილია, ამიტომ, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება. „ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ და ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ჰიბრიდულ თავდასხმებს, ...

Read More »