Tag Archives: #ელექტრომანქანა

ევროპაში ჰიბრიდულმა მანქანებმა გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს პირველად გადაასწრო

ჰიბრიდულმა მანქანებმა, რომლებიც ერთდროულად შიდაწვისა და ელექტრონულ ძრავაზე მუშაობენ, გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ევროპაში პირველად გადაასწრო. 2021 წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, 48 მანქანით მეტი ჰიბრიდი გაიყიდა. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, გაყიდული 11 მანქანიდან ერთი ელექტრობატარეით იყო აღჭურვილი. ჯამში თითქმის 880 ათასი ავტომობილი გაიყიდა. თვითდამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები კი, რომლებიც შიდაწვის ძრავით დამუხტულ ბატარეაზე მუშაობს და მხოლოდ მცირე მანძილის დაფარვას ახერხებს ...

Read More »

Ford-ი ელექტრომობილებში დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Ford Motor Co ელექტრომობილების მიმართულების განვითარებაში, დამატებით $20 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ანგარიშის თანახმად, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში $10-დან $20 მილიარდამდე ინვესტიცია, მთელ მსოფლიოში, Ford-ის არსებული ქარხნების ელექტრომობილების წარმოებაზე გადაყვანას მოხმარდება. „Ford+“ -ის გეგმის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებსა და ბატარეის განვითარებაზე $30 მილიარდზე მეტის დახარჯვის პირობა დადო. ახალი გეგმა ასევე იმ ინჟინრების დაუზუსტებელ რაოდენობას მოიცავს, ...

Read More »

კომპანია “ტესლა” 53,822 ავტომობილს უკან გაიხმობს

Tesla უკან გაიხმობს თავის 53,822 ავტომობილს “სრული თვითმართვის” მძღოლის დამხმარე ფუნქციით. ამის შესახებ CNN წერს. ეს შეეხება Model S, X, 3 და Y მანქანებს, რომლებსაც აქვთ”სრული თვითმართვის” პროგრამული უზრუნველყოფის ბეტა ვერსია. “სრული თვითმართვა” არის მძღოლის დამხმარე ფუნქცია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ერთ დღესაც ადამიანს აღარ დასჭირდება მანქანის მართვა. ტექნოლოგია ზოგჯერ შეუფერხებლად მართავს Tesla-ს მანქანებს და ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, როგორიცაა ...

Read More »

შვედეთი ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობას ზრდის

Mittstråke-ი, რაც შვედურად სიტყვა სიტყვით „შუა გზას ნიშნავს“, შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ნორვეგიისკენ მიმავალ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანს ქმნის. ხანდახან ჯიმი ანევალი ამ გზით დადის. გზას ზამთარში თოვლი ფარავს და ქათქათაა, თუმცა ერთი ევროპული პროექტი მიზნად ისახავს, რომ ეს გზა ზამთარ-ზაფხულ მწვანე იყოს. როგორ? გზაზე ელექტრომობილების დასატენი სადგურების რიცხვის გაზრდით – გზის გასწვრივ  რკინიგზის თითოეულ  სადგურზე თითო დასატენი განთავსდება. ამ პროექტის ...

Read More »

Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდა

ჩინურმა სამშენებლო კომპანია Evergrande-მა ელექტრონული ავტომობილების წარმოება დაიწყო და Tesla-ს კონკურენტობას აპირებს. მეტიც, Evergrande-ის აღმასრულებელი დირექტორის – ჰუი კა იანის განცხადებით, კომპანია გეგმავს, ელექტრომობილების წარმოება მთავარ საქმიანობად აქციოს. 12 იანვარს სამშენებლო სფეროში სახელგანთქმულმა კომპანიამ საზოგადოებას პირველი ელექტრომობილი – Hengchi 5 all-electric compact SUV წარუდგინა. მის შექმნაზე პასუხისმგებელმა გუნდმა – Evergrande New Energy Vehicle Group-მა პირველი ელექტრომანქანის აწყობა ვადაზე 12 დღით ადრე მოახერხა, დეკემბერში კი მასობრივ წარმოებაზე დაიწყო მუშობა. ...

Read More »

Bentley ელექტრო ინდუსტრიაში შესაბიჯებლად 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას განახორციელებს

მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი, Bentley, უახლოეს პერიოდში საკუთარი ელექტროსაწარმოო ხაზის განსავითარებლად 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია თავისი პირველი ელექტრომობილის გამოშვებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში გეგმავს. ექსკლუზიური ელექტრომოდელის გამოშვებას კი 2030 წლისათვის აანონსებს. Bentley-ის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიცია ინგლისში, ქრუში მდებარე საწარმოში განხორციელდება. თუმცა, გარდა იმისა, რომ ქარხანა ელექტრომობილების საწარმოებლად აუცილებელი ინვენტარით აღიჭურვება, ინვესტიციის ნაწილი მისი გამონაბოლქვისაგან განეიტრალებასაც მოხმარდება. ...

Read More »

TESLA წელს გაყიდვების 50%-იან ზრდას ელის

ილონ მასკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, 2022 წელს Tesla–ს გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზრდება. როგორც BBC წერს, 2021 წელს Tesla-ს გაყიდვები 71%-ით, $53.8 მლრდ-მდე გაიზარდა და კომპანიამ მომხმარებელს 936 000-ზე მეტი მანქანა მიაწოდა. შესაბამისად, ელექტრომობილების მწარმოებელმა გასულ წელს რეკორდული $5.5 მლრდ-ის მოგება მიიღო. “2021 წელი იყო გარღვევა Tesla-სთვის და ზოგადად ელექტრო მანქანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძოდით ...

Read More »

Subaru-მ 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ელექტრომობილი წარმოადგინა

გასულ კვირას, ტოკიოს ავტომობილების გამოფენაზე, Subaru-მ რბოლისთვის განკუთვნილი საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომანქანა წარმოადგინა. Subaru STI E-RA-ს, რომელიც ამ ეტაპზე კონცეპტუალურ მოდელად რჩება, Yamaha-ს წარმოების ოთხი ელექტროძრავა აქვს, რომლითაც მანქანას 1073 ცხენის ძალის სიმძლავრის გამომუშავება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ Subaru-ს სუპერქარი 60 კვ/სთ-ის მოცულობის ელექტრობატარეითაა აღჭურვილი, კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ 2023 წელს ეს მანქანა ნიურბურგრინგის ერთ წრეს 6 წუთსა და 40 წამში დაფარავს.

Read More »

დუბაიში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის პირველი ცდები ჩატარდა

დუბაიში მფრინავი ავტომობილის პროტოტიპის, Volar-ის პირველი ცდები ჩატარდა. გამოცემა Planet today-ის ცნობით, ელექტრომობილი 4 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და პირველი ფრენა 40 კმ/სთ სიჩქარით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ პროტოტიპი ორიგინალ ავტომობილზე ორჯერ პატარაა, თუმცა ინჟინრები აცხადებენ, რომ მფრინავი ავტომობილი 200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებას და 100 მეტრის სიმაღლეზე ფრენას შეძლებს. სრულმასშტაბიანი მფრინავი ავტომობილის ცდები კომპანია Bellwether Industries-ს 2023 წლისთვის აქვს დაგეგმილი, 2030 წლიდან ...

Read More »

Tesla-ს Cybertruck-ის გამოსვლა კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიდო

2021 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Cybertruck-ის, Tesla-ს პირველი ელექტრო პიკაპის გამოშვება 2022 წლამდე გადაიდო. ეს სიახლე მაშინ სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მანამდე ჩვენ ვნახეთ თუ რამდენჯერ გადადო წარმოების ხარვეზების აღმოსაფხვრელად ტესლამ Model 3-ის გამოშვება. თუმცა, ახლა ცნობილი გახდა, რომ ელექტრო პიკაპს ვერც 2022 წელს ვიხილავთ და მასკმა მისი გამოშვება 2023 წლამდე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კომპანიასთან დაახლოებულმა ...

Read More »