2022 წელს საქართველომ 14,8 მილიარდი კილოვატ/საათ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებშია ნათქვამი. გასულ წელს საქართველოში 14,2 მილიარდი კილოვატსათი იყო გამომუშავებული, 12,7%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი მოდიოდა ჰიდროელექტროსადგურებზე – 10,8 მლრდ კილოვატ/საათზე, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს დაახლოებით 3,4 მილიარდი კილოვატსათი, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა – 87,49 მლნ კილოვატ/საათმა. ...
Read More »