Tag Archives: #ენერგობაზარი

აფბა მზადაა ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხის გარშემო პრობლემები არ არის აღქმული სათანადოდ  და ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. ამის შესახებ კაპანაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების პრობლემა ის გამოწვევაა, რომელთან მართებულად გამკლავებაზეც დიდწილად დგას საქართველოს ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივა. „ბაზრის ახალი მოდელის წარმატების მისაღწევად ...

Read More »
საქართველო „ელექტრონული აღმრიცხველის“ თანამედროვე სისტემაზე გადადის

როგორ გადაიხდით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს – დაანგარიშების ახალი სქემა

მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების კომპანიისთვის მიწოდება მოუწევს, – სემეკი ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალ პერიოდში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მოხმარებლებმა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიებისგან შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს “თელასს” უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის, ივნისში მოხმარებული ...

Read More »

„ბირჟის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1 იანვარს გარიგებებში სრულფასოვანი ჩართვა გაუჭირდებათ“

„მიუხედავად  ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ ბირჟა უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მისი მონაწილეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარიგებებში, მინდა გითხრათ, რომ  რეალურად არათუ ახლა, არამედ ექვსი თვის შემდეგაც გაუჭირდებათ  ბირჟის მონაწილეებს სავაჭრო გარიგებებში სრულფასოვნად ჩართვა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. აფბას ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის ბირჟაზე სატესტო  გარიგებებში მხოლოდ 56 ...

Read More »

„თუ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება, არც ამაში იქნება რაიმე კატასტროფა“

“არსებული რეგულაციით და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის წესებით, ბირჟის ამოქმედების ვადად განსაზღვრული არის 2022 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, თუ მთავრობა ფიქრობს,რომ შესაძლოა კიდევ გადასაწევი გახდეს ბირჟის ამოქმედება, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდება ამ საკითხს“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიას განცხადებით, ეს საკითხი მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას არ განეკუთვნება. “ბირჟა უნდა ...

Read More »

აფბას პრეზიდენტი: ბირჟის ხელმძღვანელობა მზად არ არის 1 იანვარს „ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედებისთვის

„არამარტო მე ვფიქრობ, რომ 1 იანვისთვის „ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედება ვერ მოესწრება, არამედ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმაც, საპარლამენტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა „ან იქნება, ან არა“. შესაბამისად, უკეთესი იქნება, თუ ბირჟის ხელმძღვანელობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ საკითხს და მინიმუმ 2021 წლის 1 ივლისამდე გადაავადებს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას“, – ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ...

Read More »

აფბას პრეზიდენტი: ენერგეტიკის სექტორში კორუფციის დიდი რისკი ჩნდება რიცხვებისა და ქმედებების მანიპულაციით

„ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებელ ორ სახელმწიფო კომპანიას, „ელექტროენერგენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“ (ესკო) და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ და მალავენ ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ინფორმაციას. ბუნებრივია, გაუმჭვირვალე პოლიტიკა ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე მანიპულაციებს და ხომ არ არის აქ კორუფციის რისკიც“, – ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა“ გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. ...

Read More »

ირინა მილორავა: “2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის ჩვენ მზად ვიქნებით”

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მთავრობის დადგენილებით ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა, გადადებულია 2022 წლის 1 იანვრამდე. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რამაც ბაზრის ლიბერალიზაციას და ელექტროენერგიაზე ფასების მაქსიმალურად საბაზრო მოთხოვნათა შესაბამისად ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი, უკვე კარგა ხანია სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ექსპერტთა დაკვირვების საგანია. „აიპრესმა“ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას, რამდენიმე კითხვით მიმართა. – ქალბატონო ირინა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დ აეკონომიკური ...

Read More »

“თუ დავინახავთ, რომ 1 იანვარს ბირჟის ამოქმედება ახალ გამოწვევებს წარმოშობს, ვიმსჯელებთ მის შემდგომ გადავადებაზეც”

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით 10 დღეში, ცალკე შეხვედრა გაიმართება“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის საკითხისადმი იმდენად დიდია ინტერესი, რომ ცალკე შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს შედგება. „საბჭოს წევრები ამ პერიოდში ბირჟისგან, სემეკისგან, ბაზრის მონაწილეებისგან მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას ...

Read More »

“ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება”

მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქმიანობების განცალკევება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში მოხდა. მარეგულირებელი ორგანოს ...

Read More »

„იანვარში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია“ – აფბა

„იანვრის თვეში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია და უკუშედეგს მოიტანს. ბირჟის მენეჯმენტის გათვლა, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მთავრიბის დადგენილებაშია ასახული და ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას 2022 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მხოლოდ ახალ პრობლემებს მოიტანს“ – ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. აფბას განცხადებაში აღნიშნულია ის მიზეზები, რომელთა გამოც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ბირჟის იანვარში ...

Read More »