„საქსტატის“ მონაცემებით საქართველოში 1,5 მილიონი მანქანაა, აქედან მხოლოდ 0,5 %-ია ელექტრომობილი. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალების“ ეთერში, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თორნიკე აფრიაშვილმა განაცხადა, 2022 წელს იმპორტირებული ელექტრომობილების მაჩვენებელი გაორმაგებულია. ჰიბრიდული მანქანების წილი ავტოპარკში 10%-ითაა გაზრდილი და, წინა წლების მსგავსად, ელექტრომობილების რიცხვი იმპორტის საერთო რაოდენობის 1%-ს არ აღემატება. ქვეყანაში ელექტრომობილები ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდის, პოპულარულია ასევე აზიური წარმოების მანქანები, ...
Read More »