Tag Archives: #ელექტრომანქანა

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $29 მილიარდს ჩადებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა. მისივე თქმით, $7 მილიარდი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, $22 მილიარდი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება. კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დასახვეწად. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.

Read More »

ფასიანი დამტენებიდან 100 კმ-სთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება

ელექტრომობილების დამტენები ეტაპობრივად ფასიანი გახდება. პროცესი 15 თებერვალს თბილისიდან, სატესტო რეჟიმში დაიწყება და ერთი წუთის ღირებულება 3-დან 17 თეთრამდე, ავტომობილის სიმძლავრის მიხედვით იმერყევებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 100 კილომეტრისთვის საჭირო მუხტის მიღება მომხმარებელს 8-9 ლარი დაუჯდება. „ჩვენ 15 თებერვლიდან ვგეგმავთ პირველი ფასიანი დამტენების სატესტო რეჟიმში გაშვებას. შევხედავთ და თუ ნორმალურად წავიდა საქმე, 15-16 თებერვლიდან უკვე ფასიანი იქნება. თუმცა, ეტაპობრივად, ...

Read More »

ელექტრომობილების მფლობელთათვის E-SPACE-ის დამტენებით მომსახურება ფასიანი ხდება

E-space-ის ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობები, რომლითაც ამ დრომდე მომხმარებელი თანხის გადახდის გარეშე სარგებლობდა, ფასიანი ხდება. 100 კილომეტრის დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის მიღებას 8-9 ლარი დასჭირდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ავთანდილ შავიშვილი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „ჩვენს ქსელში სწრაფი დამტენებით სარგებლობა ფასიანი იყო, ხოლო ქალაქის ნელი დამტენები უფასო. თებერვლის შუა რიცხვებიდან ეს დამტენებიც ფასიანი გახდება. 100 კილომეტრის მუხტისთვის საჭირო ...

Read More »

გასულ წელს ევროპაში 1 მილიონზე მეტი ელექტრომანქანა გაიყიდა

ლიდერები Tesla, Volkswagen და Renault არიან ელექტრომობილების, როგორც მთლიანად ელექტრო, ასევე ჰიბრიდული მოდელების გაყიდვებმა ევროპის ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა. მათი მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2020 წლის 11 თვეში 198% -ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვების 10% -ს შეადგენს. EV Sales Blog- ისა და InsideEVs- ის თანახმად, ამ პერიოდში ევროპელებმა დაარეგისტრირეს 1,085,000 ...

Read More »